ცნობიერი ხედვაა წარმავალში წარუვალით და შესაძლო სიტყვებით ,,იგავურად'' მინიშნებულ-გამოხატული.
***
ისიც მართალია --- მთელი ნაწილებისაგან შესდგება და ნაწილთაგან ასევე იქმნება მთლიანობა.
შეუძლებლად წოდებულნი მოძრაობენ და შესაძლებელნი ხდებიან.
არარსებულნი მუდმივად არარსებობენ, რადგან არაარსებობა გამორიცხავს არსებობას თვით აზრსაც კი არაარსებულზე.
გვწამს ის, რაც არსებობს უდავოდ და ეჭვშეუვალად.
არაარსებული აბსოლუტურად გამორიცხავს რწმენის ალბათობასაც.
ზებუნებრივად წოდებულნი სინამდვილეში უმაღლესი საფეხურების გზაა და ისინი სრულიად ბუნებრივნი არიან
ამა თუ იმ საფეხურისათვის.
მიუღეწვლად წოდებულნი --- მიღწევისას სრულიად ბუნებრივნი არიან.
ნამდვილი სარკე იმას აჩვენებს, თუ როგორი არ უნდა იყო სინამდვილეში და დეგასეული შიშიც გასაგებია, რადგან დიდია საშიშროებანი უღმერთოდ დარჩენისა...
თავის შეცნობაა ის საფეხური, საიდანაც იწყება ძიება და შევნობის ალქიმია წუთისოფელშივე თვითშობაა.
მაძიებელს შიში ყავს მოწინააღმდეგედ --- რათა გააქციოს უკან უზიარებლად...
რეალობის ანარეკლია აჩრდილიც, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს, ან გზას ურევდეს მკაცრი რეალობის შეცნობას.
გზა ტაძრისაკენაც მიემართება, უვლის გარშემოც და შორდება კიდეც.
წრე და სპირალი --- სხვადასხვა განზომილებაა.
წრიდან სპირალზე გადასვლა იწვევს შიშს ჯერ კიდევ შეუცნობლისადმი.
რწმენა ლახავს ამ შიშს და გზაც იყოფა მამისაკენ, ან მამინაცვლისაკენ...
ორივე იცნობა წყვდიადში სვლისას --- ნათლად აღშენება და ილუზიური ნგრევა ბნელი ხერგილებით.
ფიზიკური სარკის ანარეკლი უკუღმა ილუზიაა რეალობისა --- მსგავსად პოზიტივ-ნეგატივისა.
ნამდვილი სარკე კი ყველგანაა უდავო წესრიგით და ქმნადობით --- ნაყოფნით იცნობის!
გზაც იცნობა --- რა უმჯობესდება ამ გზაზე და რა უარესდება.
წესრიგთან დაპირისპირება იწვევს კატასტროფებს და თანხმობა-თანაზიარობა --- მართებულ ევოლუციას.
ეჭვია ეშმაკის რქა უეჭველობაში.
ქმნილება და შემომქმედი --- ნაწილი და მთლიანობა.
ერთგვარი მთლიანობანი იქმნიან ზე-მთლიანობებს ..ზევითაც და ქვევითაც'' საფეხურებზე.
საფეხური ნაწილიცაა და ინდივიდუალური მთლიანობაც უსასრულობაში.
უბადრუკია ადამიანი --- სანამ არ უწყის, თუ ვინაა და რატომ, რისთვის იშვა ,,აქ'' და არა ..იქ''.
ჟამში რაცა ვართ --- ჩვენივე ,, დაცემული სარკის'' არჩევანია.... აღსადგენად.
დაცემული... შეუცნობელია თავისივე ნებითვე.
გლახაკი --- უშურველი და არა ამპარტავანი.
შეიცნობ და შეგიცნობენ მსგავსნი.
უბრალოდაა ყველაფერი --- ერთიან ერთობას ბრალს ვერ დასდებ!
ბრალს დებს ბრალდებული მამინაცვალი --- სასტიკი, ულმობლად მომკითხავი და დამსჯელი შურისმგებელი წუთისოფლის მონათა მიმართ...
გარდაცვლა სიკვდილი რომ იყოს --- მას გარდაცვლა-გარდასვლა არ ერქმეოდა ამ წუთისოფელში.
რწმენაში სიკვდილი არ არსებობს! --- ილუზიურია მისი გაიგივება მიწასთან, როდესაც მიწიდან აღებული მიწასვე უბრუნდება კანონიზმიერად.
,,იქიდან მოსული'' არავის უნახავსო --- ჰყვებიან სწორედ იქიდან მახსოვრობადაკარგული მოსულები...
დე ჟა ვუა ნამდვილი გახსენების გაელვებანი...
ფანტასტიკა --- გასარკვევ-სასწავლი რეალობაა სპირალურ კიბეზე მოძრაობისას...
საწაული სასწავლს ნიშნავს დასაბამითგანვე.
დასაბამი --- დაპროგრამებული გაცხოველებულის დაბმა-მიჯაჭვაა ახსნამდის.
მონა-ადამიანი კი --- რჩება დაბმულ-დაბორკილი ტყვე მამინაცვლისა....
ახსნა --- მამაში ნების-მიერი გაცნობიერებული თავისუფლებაა.
თავიდან იყო --- არა ჰკლა!
მამინაცვალმა ,,ჩაამატა'' --- არა კაც ჰკლა და დაუსვა ,,სხვათა'' მკვლელობანი.
ასე იქმნენნ ნელთბილნი --- ლაშქარი ლეგიონისა... მწიგნობარ-ფარისეველნი.
გველეშაპს კი არა --- არამედ გველეშაპჩასახლებულს განყოფს ადამიანისაგან!
მესიის მახვილია მაცხოვარის შეურყვნელი მოძღვრება!
ხსნის ხარებაა სახარება და გიხაროდენ!
***
,,შეცდომა'' სურათში.... ჩრდილი უჩრდილოში...
მიმაგრებული სურათი