antibankiლაკონიურს ეგების განვრცობა:
სანამ ადამიანი გრძნობს ტკივილს --- იგი არსებობს და შვება ანიჭებს ტკივილის განქარვების სასიხარულო შანსს, რათა
იცოცხლოს მიზნობრივად... როგორც ყველასათვის საიმედო ტკივილგამაყუჩებელმა...
ადამიანი-ვამპირიც გრძნობს სხვის ტკივილს და ბოროტულად ღრეობს ამ ტკივილებზე.
არიან ---,, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო'' სტკივათ, როდესაც უანგარო სიკეთის წინაშე აღმოჩნდებიან და შურით
ეწვით-სტკივათ ღვთისნიერი სიკეთე.
მხოლოდ ისაა ჭეშმარიტი ადამიანი, რომელსაც ერცხვინება სიმარტოვე საქველო სიკეთეში და ეს უმადლო ობლობანი სტკივა, რადგან მხოლოდ სიკეთეში ერთობით ხარობს... და სტკივა ერთიან განუყოფოლთა ავი და ცრუ დაყოფანი, რაც იწვევს მოყვასთა უსამართლო კარგვას მამინაცვლის მხარეზე გარდასულთა გამო.
ეს გადასულები არიან სწორედ ნელთბილი ადამიანები --- სიყვარულისათვის ქმნილნი და სიძულვილში გზაარეულნი.... სატანის ბრმა იარაღნი ადამიანისსავე წინააღმდეგ.
ტკივილია ადამიანთა წარწყდომა და სიხარულია დადგომადი:
ყოველმან შეიცნოს, სინანულით მოიქცეს და ცხონდეს უკუნისამდე!
ეს აღსრულდება უდავოდ და ეჭვშეუვალად!
დარჩება სატანა ალაფის გარეშე და ტკივილიც გაყუჩდება დაკარგულთა თავისუფლებაში დაბრუნებით!
სატანის მონობისაგან უკვე თვითგანთავისუფლებულნი თავის უფალნი --- თავის ჭეშმარიტად უდავო უფლებებში ნებითვე აღდგენილნი!
აქაც ნათელ ეყოთ და იქაც ემრავლებათ!
ანბანი აი იათი იწყება --- აქაურობა-იქაურობა, იქაურობა-აქაურობა ერთი მთლიანობის საფეხურია ამ
სპირალური და ცოცხალი სამყაროს გიგანტურ კიბეზე.
უდიადესი და უმცირესი ურთიერთს შეიქმნიან!
მიმაგრებული სურათი