შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ადასტურებენ, რომ სოფელ წყლულეთის მცხოვრებლები და ბერ-მონაზვნები
გასაჭირში არ იმყოფებიანშსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112’’-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სოფელ წყლულეთის მცხოვრებლები და ბერ-მონაზვნები გასაჭირში იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ზარის ინიციატორი სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებდა. მისი თქმით, მომხდარმა სტიქიამ სოფელი წყლულეთის გზა მთლიანად გაანადგურა, რის გამოც შეუძლებელი იყო არა მარტო ტრანსპორტით, არამედ ფეხით გადაადგილებაც.
შსს-საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხრიდან ამ ფაქტზე მოხდა სწრაფი რეაგირება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მიერ გადამოწმდა, როგორც ქვემო, ასევე, ზემო წყლულეთში არსებული ვითარება და დადგინდა, რომ სოფელ წყლულეთში მცხოვრებლები და ბერ-მონაზვნები გასაჭირში არ იმყოფებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოპ.ს. კარგად დაფიქრდნენ ხოლმე სანამ სოცქსელებში ამოკითხული დაუზუსტებელი ამბის საფუძველზე 112-ში რეკავენ. ამ დროს შესაძლოა სხვას ნამდვილად უჭირს და მაშველის მისვლამდე ვერც გასტანოს.
This post has been edited by vaho19 on 16 Jun 2015, 22:51