მოგესამებით. მე ეგოტარიუმის თანამშრომელი ვარ. ჩემი გადაღებულია ეს "დამამშვიდებელი" ვიდეო

როგორც ვთქვი, ჩვენამდე არ მოსულა წყალი. ეგზოტარიუმის წინ ტბორი, კოები სადაცაა გაშვებული, ეგეც გადარჩა. წყალს ჩვენამდე არ მოუღწევია, საბედნიეროდ.
ნიანგები გვყავდა ცალკე შენობაში, ორნი. ადრე ეგ ნიანგები ეგზოტარიუმში იყვნენ, მაგრამ, გაიზარდნენ, მეტი სივრცე უნდოდათ და ცალკე გაფავიყვანეთ. ამ ნიანგების ვოლიერი დატბორა ცალკე და გამოვიდნენ ორივე გარეთ. თუმცა, შორს არ წასულან, იქვე ას მეტრში დავიჭირეთ ორივე. პატარა ნიანგი ისევ ეგზოტარიუმში დავაბრუნეთ და დიდი დროებით ცალკე შენობაში გვყავს.
გავრცელდა ინფორმაციები, თითქოს ვიღაცეები გველებს პოულობენ. ეგ არაა გამორიცხული, უამრავი მოგვიყვანეს ეგზოტარიუმშიც, ამ წყალდიდობისას წყალს გამოყოლილები. ყველა გველხოკერები იყო, ანუ უფეხო ხვლიკები. უვნებელი, კბენაც არ შეუძლიათ, შხამზე ზედმეყია საუბარი. ამიტომაც, თუ ვინმე სადმე გველს ნახავს, მაინც და მაინც კობრა არ უნდა ეგონოს, ეგზოტარიუმიდან
ისე, წინა პოსტებში აღწერილი გველი , მაფურთხებელი კობრაა, რომელიც შხამს თვალებში უმიზნებს მსხვერპლს და აბრმავებს, მერე გესლავს .შხამს დაახლოვებით მეტრაზე ისვრის. ნუ, ეს ისე, ლირიული გადახვევა
ასე რომ, მინდა ყველა დაგარწმუნოთ და დაგამშვიდოთ, ყველაფერი კარგადაა , გველების შემოსევის საფრთხე არ ემუქრება თბილისს