მინდია ჯანელიძე (დ. 26 ივლისი, 1978, თბილისი) — ქართველი იურისტი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის 1 მაისამდე.
2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის ოფიცრად; 2004-2007 წლებში — საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის განყოფილების უფროსად,
2007-2008 წლებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ,
2008-2012 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურში, ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსად.
2012 წლიდან 2014 წლის დასაწყისამდე ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.[1]
2013 წლის იანვრიდან ასევე მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე.[2]
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, მინიჭებული აქვს მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისთვის“. ფლობს ინგლისურ, თურქულ, რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.[1]
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%...%83%AB%E1%83%94ნაცების გამოზრდილი მზვერავი ყოფილა,
საბოტაჟნიკია?
This post has been edited by marta007 on 17 Jun 2015, 23:08