გუშინდელი ინფოა
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...leben.html?ar=Aხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ
17:20 20-06-2015
ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ.
როგორც კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღიბრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოხალისეებმა უპრეცედენტო ჩართულობა გამოავლინეს და დიდი დახმარება გაუწიეს ქალაქს.
"სტიქიის შემდეგ გასულია რამდენიმე დღე. ბევრ უბანზე დამდგარია წყალი, ტერიტორიაზე კიდევ რჩება დაღუპულ ცხოველთა ნეშთები, მომატებულია ჰაერის ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ნორმები, ეპიდემიის ან ინფექციის გავრცელების საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი.
ასევე მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ცივი წყლით, პირველადი ჰიგიენური საშუალებებით, სამედიცინო მომსახურებით, გუშინ რამდენიმე მოხალისეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, მაღალი ტემპერატურის გამო, რამდენიმემ კი მიიღო მსუბუქი დაზიანება.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, რისკების ნულამდე დაყვანის მიზნით ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს ჩაანაცვლებენ სპეციალურად მომზადებული საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები წითელი ჯვრთან, რომელიც მოხალისეებს ჩართავს და გაუწევს მათ კოორდინაციას დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად", - განაცხადა ღიბრაძემ.
* * *
axalirevoluciaხედავ? ტყულა შფოთავდი და კაპასობდი