იმედი ბოლოს კვდებაო ამბობენ. ჩემს შემთხვევაში, კვდება არასდროს.
კიდევ ერთი თავის გამეტება და ხელების დაკაპიწება ჭირდება ქართველ ერს.
საქართველო_ ჩემთვის სიმბოლურად ბაზალეთის ტბა,დღესაც ფსკერზე ინახავს ოქროს აკვანს. ზედაპირზე კი ტივტივებს, ტივტივებს,ტივტივებს... ისე დაბინძურდა მთავარის დანახვაა ჭირს. ((((
როდემდე?!
კი ვიცი, წლების მანძილზე გაკეთებული არასწორი აქცენტების შედეგია. დამახინჯებული იდეოლოგიისაც. მცდარად გადაფასებული კრიტერიუმებისაც.
დამღლელი და რთული სამუშაოა ჩასატარებელი.
პ.ს. როცა იგრძნობენ, მათ სიტყვას რომ ჩალის ფასი აქვს, დაოკდებიან.
იმედის და ცირკის შორენიები თუ არ ,,მოძღვრავდნენ,, ბებიაჩემს,იმიტომ ვერ გაატარა თავისი 75 წლიანი თანა–ცხოვრება ბაბუაჩემს ჩახუტებულმა. ილეთები კი არა,ნიჭი უნდა ბიძია სიყვარულს.
forum.ge თეა თუთბერიძის ოფიციალური ფორუმი. გაეცალეთ, იცეკვონ:D
დათიკო, Y(იგრეკი)–(სინდისი+ნამუსი) =????