„მოხალისეთა ფეისბუქგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა“სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ მოხალისეთა ფეისბუქგვერდზე კიბერშეტევა მოხდა და გვერდი გაუქმებულია.
ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ასევე გაუქმებულია იმ ადამიანთა პროფილები, ვინც ამ გვერდს მართავდა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები მოხალისეების მოთხოვნით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არ მივიდნენ ლოკაციებზე, რადგან ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არსებობს.
„მოხლისეების საყურადღებოდ!!!
გაუქმებულია მოხალისეთა Facebook ჯგუფის გვერდი და ასევე, იმ ადამიანთა პროფილები, ვინც ამ გვერდს მართავდა! მოხდა კიბერ შეტევა!!!
მათივე თხოვნით ვავრცელებ ამ მესიჯს - არ მიხვიდეთ ლოკაციებზე! არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროება! ასევე, ვეფხვი და აფთარი ჯერაც არ უპოვიათ!!!
გაავრცელეთ!“,- წერენ „ფეისბუქში“.
მოხალისეები სტიქიისგან დაზიანებულ უბნებში უკვე რამდენიმე დღეა, მუშაობენ და აქტიურად მონაწილეობენ სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში.
http://www.info9.ge/sazogadoeba/face-aqtiv...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo