არა, მე არ მაქვს.
კი - სავარაუდოდ დასახავენ და დაიპყრობენ კიდეც პოლიტ-ინჟინერიის მწვერვალებს, პროკურატურის ხელმძღვანელობით...

-------------------------------------------------
ახლა, რაც მთავარია:
ამ თემაში დავწერე რომ არის ხეობის მომავალი განვითარების ორი შესაძლო კონცეფცია:
1. კალაპოტის გახსნა
2. ნაკადის კონტროლი
უნდა დავამატო, რომ არის მესამე და შესაძლოა ყველაზე ოპტიმალური ჩვენი დღევანდელი მდგომარეობისათვის (მომავალში, ასე 10-15 წლის შემდეგ შესაძლოა გადაიხედოს) - პირობითად დავარქვათ "საფრთხეზე რეგირება" - რაც გულისხმობს:
- ახალი გზის შეკეთებას, მცირე კონსტრუქციული ცვლილებებით, მაგალითად ლითონის გვირაბის ბეტონის გვირაბით შეცვლა (სულ მცირე ერთ ადგილზე), გვირაბების სათავეების გამაგრებას, გზის ვაკისის გამაგრებებს გარკვეულ მონაკვეთებში.
- მდინარის ნაპირსამაგრ/დამცავ ნაგებობებს, იქ სადაც მდინარე უახლოვდება მჭიდროდ დასახლებულ უბნებს.
- განაშენიანებისათვის მკაცრი აკრძალვის ზონის დადგენას და ამ ზონიდან საყოფახცოვრებო ნაგებობების გატანას.
- წყალდიდობის საფრთხეზე რეგირების სისტემის შექმნას, რომელიც ითვალისწინებს წინასწარი შეტყობინებისა და ამ შეტყობინებაზე რეგირების ტექნიკურ საშუალებებსა და პროცედურებს.
- ყოველწლიურ საფრთხეზე რეაგირების სწავლებებს, რომლებშიც ჩართული იქნება ასევე მოსახლეობა.
ეს კონცეფცია, მინიმალური დანახარჯებით და საზოგადოებრივი შეგნების და დისციპლინის ამაღლებით, იძლევა რისკების იგივე დონეზე შენარჩუნების საშულებას, რაზეც პირველი ორი.
ამასთან ამგავრი "საფრთხეზე რეაგირების" სისტემა ნელ-ნელა დაფარავს სხვა, საფრთხის შემცველ, ადგილებსა და საქმიანობის სფეროებს მთელს საქართველოში, რისი სარგებელიც, თავისთავად, განუზომლად დიდია ზოგადად საზოგადოების განვითარებისათვის.
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)