აჰა, თუ ეგ არ არის საკმარისი, დამატებითი რჩევები

ინდოეთის ეროვნულ პარკში რეინჯერად მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიკი ფლინი, TigerTime-ის მენეჯერი და ვეფხვების საბინადრო ტერიტორიაზე მოგზაურობის ვეტერანი გირჩევთ:
1. არ გაიქცეთ. ყველა კატის მსგავსად ვეფხვებსაც გამოკიდება უყვართ. ბადჰავგარის ეროვნულ პარკში ვეფხვებმა მაღალ ბალახში დააფრთხეს სპილო, რომელმაც გაქცევამდე მხედარი ზურგიდან გადმოაგდო. მხედარმა, რომელიც ვეფხვთან პირისპირ მარტო აღმოჩნდა, ინსტინქტებს სძლია და უკან ნელი ნაბიჯით დაიხია - პატარ-პატარა ნაბიჯებით მიდიოდა უკან. ასე ორი საათი მიდიოდა, თუმცა გადარჩა.
2. არ მიუახლოვდეთ ვეფხვს. ვეფხვებს, განსაკუთრებით კი დატყვევებულებს, უცხო გარემო შეაშინებს და, სავარაუდოდ, ძალიან აღელდებიან. შორს დაიჭირეთ მათგან თავი.
3. ადით სიმაღლეზე. ისინი კარგად ვერ დაცოცავენ, ამიტომ, როგორც წესი, ხეზე არ ამოგყვებიან.
4. გაიმართეთ. ვეფხვები ერთმანეთისგან ვერ განასხვავებენ მოკუნტულ ადამიანს, ტახსა თუ ირემს. სწორედ ეს გახდა ვეფხვის მიერ ადამიანებზე თავდასხმის მიზეზი, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზე შეშას აგროვებდნენ.
5. ნუ განაწყობთ ვეფხვს მტრულად. მას შემდეგ, რაც ბადჰავგარიში მოხუცმა კაცმა სახლში ვეფხვი აღმოაჩინა, სცადა, მისთვის ჯოხი ჩაერტყა, რასაც ემსხვერპლა. ვეფხვი თავს დაიცავს და ცოტა ადამიანს თუ შეუძლია თავის დაღწევა მისი თავდასხმის შემთხვევაში.
6. ნუ მოშარდავთ ვეფხვის ტერიტორიაზე. ვეფხვები თავიანთ ტერიტორიებს ნიშნავენ და თუ თქვენც ასე მოიქცევით, ვეფხვი თქვენ საფრთხედ მიგიჩნევთ.
7. თავი შორს დაიჭირეთ დაჭრილი ან მოხუცებული ვეფხვისგან. მათგან თავდასხმის ალბათობა მეტია და ადამიანებთანაც უფრო ხშირად შემოდიან კონტაქტში, რამდენადაც იოლ მსხვერპლს ეძებენ, ხშირად - პირუტყვს.
„ლიბერალი“