ვინ სპობს მერე კაცო ადამიანს?

კი, პარაზიტია ჰომოსაპიენსი, მაგრამ მოსასპობია მეთქი ხო არ ვამბობ.
თუმცაღა, ბუნების კანონით, ადამიანი არ უნდა არსებობდეს წესით
(სხვა თუ არაფერი, მარტო ამით შეიძლება ღმერთის არსებობის დაჯერება

).
ქმნილებას, რომელსაც სამყაროსთვის (და დაჟე თავისი თავისთვისაც კი) მხოლოდ ზიანი მოაქვს,
დედაბუნება როგორც წესი თავის ადგილს უჩენს ევოლუციისას... ანუ აქრობს როგორც არსებას.
ადრე თუ გვიან იგივე დაემართება ადამიანსაც და ეს "ადრე თუ გვიან" დამოკიდებულია
ადამიანის აზრზე მოსვლის სიჩქარეზე. ერთ-ერთი ჯაჭვი, ამ აზრზე მოსვლაში, ჩათვალე ისაა, რომ
ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ ცოცხალი არსებების უმიზეზოდ ხოცვა-ჟლეტა ან მათი თავისუფლების გასართობად აღკვეთა
არის თვითონ ადამიანის განადგურებისკენ მიმავალი გზა, გინდ მენტალურად, გინდ ფიზიკურად განადგურების.
რაც შეეხება შენს მიერ ნახსენებ და ზოგადად ხშირად ხსენებად ცნობილ ბავშვურ არგუმენტს _ აბა ხორცს რატომ ჭამთო,
ეგ არის კამათში თავის დაძვრენისკენ/მოგებისკენ მიმართული "არგუმენტი" და არა საკითხის სწორად დასმა.
არადა ბევრი ქრისტიანი ხართ და მეტიც _ მორწმუნე, ვინც ამას ამბობთ, და ის კი გავიწყდებათ, რომ ღმერთმა
ადამიანს მისცა საშუალება გარკვეული ცხოველების მოშინაურების და მათი ჭამის (თუ თქვენივე ლოგიკით მივუდგებით).
ვინც იმ შინაურსაც არ ჭამს, მეტი რესპექტი რა თქმა უნდა. თუმცაღა, თქვენ ეგეთებსაც მოუძებნით რაიმე "ჩამჭრელ კითხვას"

იმაში კი გეთანხმები, რომ ზოოპარკზე უფორ მეტი მნიშვნელობის საკითხი მონადირეობის აკრძალვაა.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ნაკლები" მნიშვნელობის საკითხის მოგვარებაზე მანამ არ იფიქროს კაცმა, სანამ დიდს არ მოაგვარებს.
უბრალოდ ამ 2X2 ტიპის მარტივად შეთანხმებად საკითხებზეც კი რომ გაქვთ ზოგს ეს წინააღმდეგობები, ეგ მიკვირს,
თორემ ზოოპარკის ქონა-არქონით რომ არ წყდება ამ ქვეყნის ბედი, ეგ ყველამ ვიცით
This post has been edited by SCO on 22 Jun 2015, 09:19