#45016896 · 28 Jun 2015, 21:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gramatikikina მოწოდების სიმაღლეზე არავინ იყო, არ ვკამათობ მაგრამ ამათ დათვლილს რას ელოდნენ და ენდობოდნენთქო? არ იცოდნენ რომ სრულფასოვანი მონაცემები შეიძლება არ ჰქონოდა ზოოპარკის ადმნისტრაციას?
მოეთხოვათ მონაცემები, შეედარებინათ დახოცილი, მოკლული, ნაპოვნი და დაკარგული ცხოველების მონაცემებისთვის, წესიერად დაეთვალიერბინათ გარემო, არ მოხდებოდა რაც მოხდა ზოოპარკის ადმინისტრაცია სულ რომ გაეყვანათ თამაშიდან, წესიერი ორგანიზების შემთხვევაში მაინც ეცოდინებოდათ რამდენი ცხოველი იყო საძებნი, ამ მონაცემების მიღებამდე კი, წუთით არ უნდა მოდუნებულიყვნენ. წუთით!
მაგ დღეს იმდენი შეცდომა იქნა დაშვებული, იმდენი ადამიანი დაიღუპა ვისი შველაც შეიძლებოდა რომ ეს იდიოტიზმი აღარ მიკვირს სანამ სვანიძის ქუჩაზე წყალი მოვარდებოდა, მანამდე კაი ხნით ადრე ვუყურებდით აივნიდან წყნეთში თავქუდმოგლეჯით მიმავალ სახანძრო და პოლიციის მანქანებს, ერთი ერთი ვერ მიუმატეს, არც 4 ივნისს მომხდარი თავშესაფრის დატბორვა გახსენებიათ, არავის მოუვიდა აზრად იქ მაშველების გაშვება და გზების გადაკეტვა, ამის მერე მე არაფერი მიკვირს.
ამ Kაცის გარშემო აგორებული ჭოერები არ მაინტერესებს, ჭორებს ვერ ვიტან, არის ფაქტები, დადონ და მოსთხოვონ პასუხი მე ვთვლი, რომ ზოოპარკის ადმინისტრაცია მოვალეა გაარკვიოს ცხოველების დახოცვის აუცილებლობა, ვალდებულია მოითხოვოს მომხდარის გარკვევა, ვიღაცისთვის ნამუსის შენახვა და ხელის ჩაქნევა უკიდურესი არაპროფესიონალიზმია ისინი ვალდებულნი არიან თავისი ცხოველები დაიცვან ადამიანებისგან, ადამიანები კი ცხოველებისგან, უბრალოდ იმ დროს ეს პოლიციას და შსს- ს ევალებოდა
--------------------
Don’t argue with idiots because they will drag you down to their level and then beat you with experience.
Never argue with a fool; onlookers may not be able to tell the difference.
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.
|