#44950790 · 22 Jun 2015, 00:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
***
ღმერთმა ჭირი გვაშოროს და შოთას ფრესკა არვინ შალოს... ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!
სხვამ არ თოხნოს ჩემი ყანა, არც ჩონგური ჩემი თალოს... მე ისეთი მგლები მყვანან, ალგეთს მტერმა ვერ დათვალოს!
ალავერდში ვანთებ სანთელს, იმ გმირების წასვლას ვნანობ, - არტანუჯთან ვხვდები ხანძთელს, რომ ფეხები ცრემლით ვბანო!
ბერი - თათრის ანაკუწი - გვარიდებდა სისხლის კალოს... ყველა დუშმანს, როგორც უწინ, გზა თევდორემ გაუკვალოს!
ვინ აგაკრავს აწი ზეცას, გორგასლანის დიდო ფარო? აქ აბჯარი მთასაც ეცვა, აქ თამარი დედოფალობს!
ღმერთმა ჭირი გვაშოროს და შოთას ფრესკა არვინ შალოს... ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს!
ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს, რომ შენ პატარა დაიბადე…
|