biletebi.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის სუპერთასის 300-მდე ბილეთია გაყიდული
10:56 30-06-2015
biletebi.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის სუპერთასის 300-მდე ბილეთია გაყიდული biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის, გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის სუპერთასის 300-მდე ბილეთია გაყიდული. როგორც ჩხიკვიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბილეთების გაყიდვა ფაქტობრივად შეუფერხებლად მიმდინარეობს.
"ბილეთების გაყიდვა გრძელდება. ამ დროისთვის 300-მდე ბილეთია გაყიდული. პროცესი ნელა მიმდინარეობს. საიტზე ბევრი მომხმარებელს ერთიანად არ ვუშვებთ, რათა ძლიერმა დატვირთვამ პრობლემები არ გამოიწვიოს. გარკვეული პრობლემების შესახებ მოგვწერეს, მათ შორის რიგის ბოლოში გადასროლის შესახებ და ჩვენ ამ შემთხვევებს ვსწავლობთ", - აღნიშნა ჩხიკვიშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის დამთავრება კონკრეტულად ქართველი გულშემატკივრისთვის განსაზღვრული 24 000 ბილეთის გაყიდვა.
თქვენ გენაცვალეთ ალალობაში
This post has been edited by vefxvi on 30 Jun 2015, 11:14