ეს გამოსვლები მე დაგვიანებული მგონია. საპროტესტო აქციები მაშინ უნდა დაეწყოთ, როცა სარქისიანმა ევრაზიულ კავშირში შესვლაზე სომხებისთვის კაბალურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ევრაზიული კავშირის რეგულაციებს თუ წაიკითხავ, მიხვდები, რომ ეს კავშირი მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ ძალიან საინტერესო პუნქტს გეტყვი: სიტყვაზე სომხეთმა რომ მოინდომოს ევრაზიული კავშირიდან გასვლა, ამისთვის მას კავშირის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება

ეს თავისუფლება არაა, ეს უკვე სამუდამო პატიმრობის მისჯის ფორმაა.