temart
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 25783
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08
|
#44977942 · 24 Jun 2015, 14:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუბაზიანი
QUOTE | რაოდენ საოცარიც არ უნდა იყო,საქართველოში აქტიურად შუქდება ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციები. რასაც დავაკვირდი ნაციონალებიც და ოცნების პარტიული აქტივი აქტიურად გულშემატკვრობენ სომხურ ოპოზიციას რაც საკმაოდ მოულოდნელია. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ....
|
იღვიძებს სომხეთიც და ამას ვერაფერი შეაჩერებს.
იოანეს გამოცხადების განმარტება.
დიდება მაღალ ღმერთს ვისგანაც მომეცა ეს განმარტება. რუსეთის დაშლა გარდაუვალია. ,,წითელი ურჩხული’’, რომელზეც ამ თავებშია საუბარი საბჭოთა კავშირი და შემდგომი რუსეთია. 1981 წლიდან განუმარტავდი მეგობრებს, ახლობლებს და ეკლესიებს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლება მეშვიდე-მერვე ხელმძღვანელზე. 1991 წელს სწორედ მეშვიდე-მერვე თავზე, გორბაჩოვზე მოხდა მოსახდენი. რუსეთის დაშლა ეს წინამდებარე მოვლენებია. ყველა იმ ძალებს, ვინც ისევ რუსეთზე ამყარებს იმედებს მოვუწოდებ გონს მოეგონ და ნუ დააფუძნებთ თქვენს მომავალს ამ ქვეყანაზე. იოანეს გამოც. 6 თავიდან 20 თავის ჩათვლით, დედამიწაზე პირველი ათეისტური სახელმწიფოს, საბჭოთა რუსეთის დაარსებაზე, ნგრევაზე და კომუნისტური, ღვთისმგმობელური იდეოლოგიის ათასი წლით შეჩერებაზე - ,,ჩაკეტვაზეა’’ ნაწინასწარმეტყველევი: გამოც.იოანესი 6,2 - ეს ,,თეთრი ცხენი’’ ყველა ის ძალებია, რომლებიც შეებრძოლა ღვთისმგმობელ კომუნისტებს, რუსეთის თეთრგვარდიელებით დაწყებული იოანე პავლე მეორეს, ტეტჩერით და რეიგანით დამთავრებული. გამოც.იოანესი 6,4 - ეს ,,წითელი ცხენი’’ ღვთისმგმობელი წითელი კომუნისტური იმპერიის სახეა, კომინტერნის მეთაურობით. გამოც.იოანესი 6,5-8 - ეს ის შიმშილი და ეკონომიკური კრიზისებია კომუნისტურ ქვეყნებში, რაც მოჰყვება ღვთისმეტყველებასთან და საბაზრო თავისუფალ ეკონომიკასთან დაპირისპირებას. გამოც.იოანესი 8,11 - ეს ჩერნობილის კატასროფაა, ,,აფსინთი’’ იგივე ჩერნობილია. გამოც.იოანესი 12,3 - ეს წითელი ათეისტური საბჭოთა კავშირის და კომუნისტური თანამეგობრობის სულიერი სახეა, რომელსაც განაგებს მოსკოვიდან შვიდი თავი:1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი, 6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვი. გამოც.იოანესი 12,9-12 - ეს ათეისტური ღვთისმგმობელი იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოების დაარსებაა დედამიწაზე. გამოც.იოანესი 12,17 - კომუნისტური რევოლუციები და სამოქალაქო ომები დედამიწაზე. (100 000 000 ადამიანი მსხვერპლი -,,კომუნიზმის შავი წიგნი’’) გამოც.იოანესი 13,1-2 - საბჭოთა კავშირის შვიდი თავი, სახელმწიფოს ფაქტიური , პარტიული ხელმძღვანელები: 1.ლენინი, 2.სტალინი, 3.ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5.ანდროპოვი,6.ჩერნენკო 7.გორბაჩოვი. ათი რქა საბჭოთა კავშირში რუსეთთან პირველად ,,ნებით“ გაერთიანებული 10 რესპუბლიკაა, სულ 11 რესპუბლიკა: 1.რუსეთი, 2.უკრაინა, 3.ბელორუსია 4.,ყირგიზეთი, 5.აზერბაიჯანი, 6.საქართველო, 7.სომხეთი, 8.უზბეკეთი, 9.ტაჯიკეთი 10.თურქმენეთი. 11.ყაზახეთი. (სსრკ შემდეგ დაყვეს 15 რესპუბლიკად) გამოც.იოანესი 13,3-4 - ეს ლენინია, რომელიც კაპლანმა დაჭრა და გადაურჩა სიკვდილს. ამის გამო ბევრმა თაყვანი სცა მას და უღმერთოებას. გამოც.იოანესი 13,5-6 - ეს ლენინის რადიკალურ მებრძოლ ათეისტურ ღვთისმგმობელობაზეა. 1925 წელს დაარსდა “მებრძოლ უღმერთოთა კავშირი” მოსკოვში. გამოც.იოანესი 13,5 - ლენინი სახელმწიფოს სათავეში აქტიურად მოქმედებდა 1917 წ. ოქტომბრიდან 1921 წ. მარტამდე - 42 თვეს. გამოც.იოანესი 13,7-8 - ეს ის ქვეყნებია სადაც გაიმარჯვეს კომუნისტებმა. ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები ,ჩინეთი,კუბა და ა.შ. გამოც.იოანესი 13,11-13 - ეს სტალინია. გამოც.იოანესი 13,11-15 - ეს სტალინია.ის იყენებდა პირველი მხეცის, ლენინის ავტორიტეტს, გააფეტიშა ის მთელი მსოფლიოსათვის და ნადგურდებოდა ყველა და ყველაფერი ვინც თაყვანს არ ცემდა ლენინურ აზრებს და საქმეს. გამოც.იოანესი 13,16-17 - საბჭოთა კავშირში ტოტალური ძალადობრივი ნაციონალიზაცია ,კოლმეურნეობებისა მეურნებების შექმნა, სადაც ყველა მუშაობდა ფიზიკურად (ხელი) ან გონებრივად (თავი) ლენინის და ათეიზმის ,კომუნისტური ,,იდეალების’’ სადიდებლად. გამოც.იოანესი 13,17 - ეს რიცხვი ლენინია- -ვ.ი.უ. - 666-ია. გამოც.იოანესი 14,8–11 – კომუნისტური და შემდგომი რუსეთის ნგრევის პროცესი. გამოც.იოანესი 17,11 - ეს გორბაჩოვია, მერვე ერთ-ერთი შვიდიდან , რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი. ის ერთდროულად კომპარტიის გენ.მდივანიც იყო და თან პრეზიდენტიც. გამოც.იოანესი 19,11-13 - ეს ქრისტიანული თავისუფალი დემოკრატიული აზროვნების და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, ,,ღვთისა სიტყვა’’-ს გამეფებაა დედამიწაზე. ეს არის ქრისტეს მეორედ მოსვლა და არ დაელოდოთ ქრისტეს ჩამოსვლას დედამიწაზე. გამოც.იოანესი 20,1–3 - ეს ის ,,ათასწლიანი გამოწვევა“-ა, 1991 წლის შემდეგ, როდესაც დაიშლება რა ღვთისმგმობელური კომუნისტური იმპერია , თავისუფალი ევროკავშირი და ა.შ.შ. ყოფილი კომუნისტური რესპუბლიკების დახმარებას დაიწყებენ და ეს რესპუბლიკები შეუერთდება ევროკავშირს და ნატოს. ეს ჩვენ თვალწინ ხდება. ამას თუ დაუმატებთ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებას, სადაც ეზეკიელ 38.2-3, ,,როშა’’ - პირდაპირ რუსეთზეა მითითება და რომ უღმერთოების მეფე - სატანა არ დაიკრძალება -,,ვერ შეუერთდები მათ საფლავში’’, ესაია 14,20 - ლენინი ისევ მავზოლეუმშია, მივიღებთ ისტორიულად სრულიად დასაბუთებულ, ახდენილ წინასწარმეტყველებას, რაც ვფიქრობ მოსალოცია როგორც ქრისტიანული საზოგადოებისთვის, ასევე მთელი კაცობრიობისათვის , რამეთუ კიდევ ერთხელ დამტკიცდა ახალი აღთქმის ჭეშმარიტება.
დამეთანხმებით ალბათ ნებისმიერი ერთი მინიშნება შეიძლება ყველა სახელმწიფოს ან პიროვნებას მიუსადაგოდ, ამ განმარტების ჭეშმარიტებას კი ისეც ამტკიცებს, რომ ყველა ეს ნიშნები და პარალელები იოანეს გამოცხადებიდან, ერთ საბჭოთა კომუნისტურ იმპერიას ასახავს.
.
|