მე კი არ დამიჭერია მეგობარო, იპნ-ზე წავაწყდი მაგ სტატიას და აქ დავაკოპირე.
ალბათ რაღაც ჭირს იმ არწივს, თორემ სკოლის თანამშრომლებს თავს როგორ დააჭერინებდა.
* * *
არწივი ბუნებაში დააბრუნეს.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მე – 7 საჯარო სკოლას შეფარებული არწივი ბუნებას დაუბრუნა. გადაწყვეტილება დეპარტამენტის თანამშრომლებმა მას შემდეგ მიიღეს, როდესაც დაადგინეს, რომ ფრინველი თავს კარგად გრძნობდა. შეტყობინება სტრუქტურაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექციიდან შევიდა. არწივი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მე – 7 სკოლის მატერიალურ – ტექნიკური სამსახურის თანამშრომელმა შენიშნა. როგორც ბატონმა ზურაბ ლაცაბიძემ აღნიშნა ფრინველი გადაადგილებას ვერ ახერხებდა და მისივე უსაფრთხოების მიზნით ის სკოლის დამხმარე შენობაში წაიყვანა და მასზე თავად ზრუნავდა. მისივე თქმით თავიდან ფრინველი საკვებს არ იღებდა, ჭამა არწივმა მეორე დღეს დაიწყო. სკოლის ადმინისტრაცია ვარაუდობდა, რომ ფრინველი შესაძლოა ზოპარკის საკუთრება ყოფილიყო. თუმცა გაირკვა, რომ არწივი ზოოპარკის ბინადარი არ იყო.
http://zestaphoni.com/1561--7-.html