#44988332 · 25 Jun 2015, 15:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
biletebi.ge: უეფა-ს სუპერთასის აქამდე გაყიდული ბილეთები გაუქმდება
18:53 / 24.06.2015
მომხმარებელს, რომელმაც უეფა-ს სუპერთასზე დასასწრები ბილეთების შეძენა მაინც შეძლო, თანხა უკან დაუბრუნდება, ბილეთები კი გაუქმდება. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ს biletebi.ge-ის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა განუცხადა.
ჩხიკვიშვილი განმარტავს, რომ რამდენიმე მომხმარებელმა ბილეთების შეძენა სერვერების გადართვის პროცესში შეძლო.
„დილით, სისტემის გადატვირთვისას, 3-4 წუთით ეს ბილეთები ღია იყო გაყიდვისთვის. ამ დროს გაიყიდა რამდენიმე ბილეთი. ყველა ეს ბილეთი გაუქმდება და თანხები დაუბრუნდება მფლობელებს“, - განაცხადა ჩხიკვიშვილმა.
მისივე თქმით, სისტემის გასამართად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ვადებზე საუბარი ჯერჯერობით რთულია.
შეგახსენებთ, რომ biletebi.ge-მ უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შეძლო. მას უეფამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად 48-საათიანი ვადა მისცა. 11 აგვისტოს, 22:45 საათზე,"დინამო არენაზე" "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდება.
--------------------
აფხაზეთში მცხოვრები ყირგიზელი ჰაკერი
ლაშას მამა გარდაეცვალა და მოგვიანებით გნახავთ
თავისუფლება SPLIYVI-ს
|