არ ჩაძირულა!
სტრატეგიული წყალქვეშა ნავივითაა: ამოყვინთავს, მომარაგდება ყველანაირად და ანტი-მოქნაცქოცურ ვერცხლისფერ ტორპედოებს --- საინფარქტე ვარდების თაიგულად აახლებს ,,წითელ ელიტას''.
ვარდი უფრო ჯიშიანი და სურნელოვანია, რაც მეტად გრძელი და ბასრი ნივრიანი ეკლები ასხია!
***
საინტერესო პოსტი ვიპოვე:
მოქნაცქოცის აღიარებითი ჩვენება
დაწერილია 01 July 2013 - 11:37 PM
# მოქნაცოცის ჩანაწერები..... კულუარული ინფორმაცია..
მომწოდებელი: სარწმუნო წყარო....
ეს ადამიანი უკვე ჩვენთანაა!!!!
===============================================
ჩემი ისტორია 80ნ წლებში დაიწყო....
სადღაც პრესტიჟულ უბანში ვცხოვრობდით...
მამაჩემმა „რუსულ“ სკოლაში მომაწყო.....მაგარი ჯიგარი კაცია, საქართველოს სადღეგრძელოს ცეკას თანამშრომლებთან ერთად სვავდა, 9აპრილამდე სპეციალურ სხდომაზეც იყო. ქვეყნის ბედი განიხილებოდა.
აბა სხვანაირად როგორ?
არ მისულიყო?
მაოცებს ამ ხალხის კითხვები .... თუ ქვეყანა გიყვარს, დიახაც მას უნდა ემსახურო!!!
სკკპ მანდატი 1990 წელს საჯაროდ დახია, წვერები მოუშვა და სვანური ქუდიც დაიხურა.... ყოველთვის უყვარდა საქართველო.
მეც გავიზარდე , მიტინგებს ვერიდებოდი.... იქ რა მინდოდა? ოჯახმა ფგვიკრჰგირჰგონსონის კოლეჯში გამაგზავნა....სამშობლოს იქ ვჭირდებოდი, აქ კი არა. მამაჩემი კი ბატალიონ „თბილისელებში“ გაწევრიანდა.
არა, თვითონ ვერ იომებდა, გული ტკიოდა, მაგრამ სამაგიეროდ სხვებს აძლევდა ვაჟკაცობის მაგალითს.
„მოქალაქეთა კავშირის“ დამფუძნებელიც გახდა , ჯაბაც კი უბატონოდ ხმას არ ცემდა, პერიოდულად ხარკის გადახდა კი იყო საჭირო .... ეგ არაფერი, გავუძელით .
სწავლა დამეზარა, პოლიტიკაში მომინდა, მამული მიხმობდა . ქვეყნის მომავლისათვის შევედი სმაკში. "ახალგაზრდა რეფორმატორებს" გვეძახოდნენ, ჰალსტუხის გაკეთება იქ ვისწავლე. "ლერმონტოვზე" სხდომები გვქონდა....
მალე სამსახურიც ვიშოვე, ცოტა ხანში პარლამენტარიც გავხდი. ერმა ამირჩია , იმის შემდეგ სულ იქ ვარ . პერიოდულად აღამასრულებელ ხელისუფლებაშიც მიწევს ქვეყანას ვემსახურო. რთულია მუდმივად მამულზე იზრუნო, მისი დარდი გაიზიარო .....
2003 წელს ცოტა ხანი ოპოზიციაშიც ვიყავი. შევარდნაძე მარცხდებოდა , ჯერ ჟვანიასთან მივედი,მერე რევოლუციის შემდეგ მიშას დავუძმაკაცდი.
9 წელი რეფორმების გზაზე ვიარეთ. რუსეთთან ომის დროს ბელგიაში მომიწია წასვლა. ძალიან ვინერვიულე იმ დღეებში

ბოლომდე მიშას გვერდით ვიდექი!!
სამშობლოს პირნათლად ვემსახურე,შემდეგ თბილის საკრებულოში გამამწესეს.კი მეცოტავა,მაგრამ მომავლის იმედით ქალაქზეც ხომ უნდა ვიზრუნოთ?
1 ოქტომბერს კი ველოდი,მოვემზადე,კავშირები მაქვს,მაგრამ მაინც მძიმე დღე გამითენდა.

სამშობლოს სიყვარულით უმრავლესობა დავტოვებ და ფრაქცია „ქართული ოცნების წევრი“ გავხდები. აბა კაცმა ამდენი მილიარდები დაახარჯა ქვეყანას და სხვაგან ვიყო?
მე ხომ საქართველოს პატრიოტი ვარ......
http://planeta.ge/topic/72255-%E1%83%9B%E1...83%94%E1%83%91/ This post has been edited by triumpi on 2 Jul 2015, 14:30
მიმაგრებული სურათი