#44990782 · 25 Jun 2015, 19:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
m e r a საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო გასულ თვეში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011-2013 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტმა გამოავლინა, რომ ორი კომპანია, NBG და ნიუ კონსტრაქშენი, რომლებთანაც სამინისტრომ 2013 წელს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 42 ხელშეკრულება გააფორმა, არაპირდაპირ იყვნენ დაკავშირებულნი „სამინისტროს იმ თანამშრომლებთან, რომლებსაც შეეძლოთ გავლენის მოხდენა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებაზე და ასევე ევალებოდათ სამშენებლო სამუშაობზე ზედამხედველობის (მონიტორინგის) განხორციელება“. ამ შესყიდვების ჯამური ღირებულება 21 მილიონ ლარზე მეტი იყო.
საუბარია სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს თანამშრომელ თეიმურაზ მაღალდაძეზე, რომელიც ამავდროულად კომპანია სოდამის დამფუძნებელია. ეს კომპანია, თავის მხრივ, 2012-2014 NBG-სა და ნიუ კონსტრაქშენს სამშენებლო მასალებს აწვდიდა.
აუდიტის სამსახურის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ამ კომპანიების წარმომადგენლები სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე სწორედ ამ პერიოდში დაინიშნენ. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ აუდიტის სამსახურის ანგარიში (http://goo.gl/o3EGHY, გვ. 21-24).
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქტიურად აკვირდება საჯარო ფინანსების ხარჯვას. სახელწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების ბოლო შესწავლისას, ჩვენ დავადგინეთ, რომ პროკურატურა აუდიტის სამსახურის მიერ სავარაუდო დარღვევების ფაქტებზე უმეტესწილად არ რეაგირებს: 2013-2014 წლებში სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაგზავნილი დანაშაულის ნიშნების შემცველი 90 აუდიტის ანგარიშში მოცემული დარღვევებიდან, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. იხილეთ ჩვენი 3 ივნისის პუბლიკაცია „სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის შემთხვევების გამოძიება ყოვნდება“ (http://goo.gl/MT16Z4).
იმედს გამოვთქვამთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან ზემოთ განხილულ შემთხვევას და საზოგადოებას გამოძიების შედეგებს უახლოეს მომავალში გააცნობენ.
--------------------
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა
|