ჰოო...წავიკითხე ბოლომდის და მერე რაა?
დამხრჩვალს მეორედ დაახრჩობს ფეკალურ მორევში, რომელიც მის ზურგს უკან ჩანჩქერად ჰქუხს...
მორევს და ქვედინებას აბრალებს ყოველივეს და არა სათავეს...
თითქოსდა სხეულს თავის ქვე ნაწილები მართავს და არა სათავე თავი.
თურმე რაც ერია ისიც ბერი ყოფილა და უვარგის ერს რომ უვარგისზე უვარგისი ბერი ეყოლება სათავეში და უფრო უარესად მოწამლავს მთელ მდინარებას --- ამაზედ აღარ აზროვნებენ.
შემოგედავებიან ბერთა დამცველები, თითქოსდა უწყოდნენ ბერთა ნამდვილი მისიის ავან-ჩავანნი და მოვალეობანი.
თუ პატიოსანი და მართალი იერარქნი მართავენ-მოღვაწეობენ ქრისტეს ეკლესიაში ---პირველნი ისინი უნდა იდგნენ ზარად ერდოებზე --- უზნეობათა სამხელად და მართალ გზაზე დგომას საკუთარი საჯარო ვინაობა-ღვაწლით ღიად ამტკიცებდნენ!
გაავებულ სატანიზმზე დუმილი კი --- ორმაგი და სამმაგი დიდებაა სატანისა...
***
სატანური ,,ცხოველთა ფერმის'' ანალოგიით:
ფეშენ-საღორეში გამძღარი ღორების ფარისევლური ღრუტუნი არ გაიშვას ჩაგრულ ცხვრებზე და სინამდვილეში იმას ღრუტუნებენ ჩაგრულთა ,,საამებლად'' --- რომ არ მოენგრეთ არამი საღორე და ყველამ არ იხილოს მათი უნამუსო სიმაძღრიდან ბოყინით ამომავალი დარდნი არა ყველაზე, არამედ საკუთარ უბოროტეს საღორეზედ.
მთავარია --- იმ მგელმა ჩაგრული ცხვრები სანსლოს და მათ ჩიჩიას არ გაჰკრას კბილი.
დგანან და ცხვრებს შთააგონებენ, რომ ეს მგლები ზენაარსის რისხვაა იმათი ღორობისა, რომელთა ვინაობას მომავალში გაამხელენ...
ცხვრები კი დაბნეულები ეძებენ ერთმანეთში ღორებს და არ უჯერებენ მცხოვან ერკემალს: რა უნდა ცხვრის ფარაში ღორსა?.... თანაც 500 მილიონიანი სტომაქით, ან ეშმაკ პინგვინს 7000 მილიონიანი ცრუ კვერცხებით, ან ამათზე უმეტეს ბაცაცა მელიებს და გააფთრებულ კურდღლებს?
თანაც ესენი უმტკიცებენ ყველას, რომ ამ ქვეყანაში არ უშოვიათ და გარეთ იშოვეს სალაფავი...
აქედან გატანილი ნაძარცვის წილებით ურცხვად ამაყობენ და ფარის მცველ მურიებს ცხვრების პარსვა-წველაში იხმარენ იმავე ცხვრების მიყრილი მწირი ძვლებით...
იქეთ წამღები უცხო ვამპირები რას გამოატანდნენ დამადლებულ ,,საბარიგო'' წილთა მეტს --- ამ ყურებით დაჭერილ და ტყავგასაძრობ გამყიდველ ორფეხა შაკალ მარიონეტებს?
***
არასამთავრობო მგლებს დეპეშა მისვლიათ:
საკალანდე ღორებს გაჰკარით ეშვნი და უმწყემსო ფარა სანამ არ გაცხარებულა --- უღორებოდ უფრო მომრავლდება და მეტი ჩიჩია გექნებათ შესაწირავის სახითო.
ყმუიან...
***
აწი რა მოხდება?
წარღვნის მომწყობ გაეშმაკებულებს გარეკავს ქარაფებიანი ზღვისკენ ნამდვილი მწყემსი და ცხვრებს ეტყვის:
გაიხადეთ ქურქები და გაცხოველებამდე ორ ფეხზე სვლაც გაიხსენეთ... და ცხვარნი კი არა --არამედ ღვთისაგან კეთილად ქმნილი ადამიანნი ხართ!
***
შეგონება:
მსგავს ფერმებს სატანა ჰქმნის გაცხოველებულ-დამონებულ მარიონეტ ადამიანთა გონით და ხელით, რომლებმაც სული და გული მიართვეს ხარბ შესაწირავად...
სატანის მიზანი იყო, არის და იქნება იმ მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდება-ფლობა --- საიდანაც ადამიანები კონტროლდებიან-იმართებიან და მათ სასულიერო და საერო ხელისუფლებანი ჰქვიათ ფსევდო სისტემური მოწყობით.
განა ეშმაკთა ლეგიონს სხვა ,,ღმერთი'' ჰყავდა ოდესმე და ჰყავს-ეყოლება --- პესიმისტი სატანის გარდა?
***
მოწოდება:
ოპტიმისტად ქმნილებო! --- დაბრუნდით ბუნებრივ უსაზღვრო ოპტიმიზმში, რადგან უარესებიდან ამოვსულვართ უფრო ერთიანნი და უძლეველნი, რამეთუ მამა ღმერთში ერთ მუშტად შეკრული ერი უძლეველია და უეჭველად აღორძინებადი, და ამის ბუნებრივი რესურსებიც უხვადაა მომადლებული ამ ქვეყანაში, რომელიც ავი დედინაცვალი კი არაა --- არამედ უსაზღვროდ მოყვარული და ერთგულად მოსავლელ-საპატრონო მადლით უხვად უმდიდრესი დედა სამშობლოა!
This post has been edited by triumpi on 26 Jun 2015, 19:44
მიმაგრებული სურათი