ყველაფერი ენერგეტიკაა. აი ამ 1 გვერდიანმა თემამაც იმაზე ბევრად მეტი პოზიტივი მომცა, ვიდრე მანამდე მქონდა. არადა მიზანი სხვა იყო.
ვიცხოვროთ სიყვარულით.
ხალხს უბრალოდ ეშლებათ, ცუდი გამოცდილება ჰქონდათ, ნეგატივი შეძენილია. ამბიციები გვაბრმავებს. დავისახოთ ნომერ 1 სურვილად კეთილგანწყობა და გარშემომყოფების პატივისცემა და უფრო მალე მივალთ შემდეგ სურვილებამდეც. ისინიც კი ვინც ხელს გვიშლიან დაიწყებენ ხელშეწყობას, როცა ჯერ ჩვენ შევუწყობთ მათ ხელს კეთილგანწყობით.
გულის კარნახით ვიცხოვროთ. ტვინს არ აქვს საკმარისი ენერგია, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, არც ისეთი ჩამოყალიბებულია, როგორც გულის სურვილები. ის გარემოებებზეა დამოკიდებული და მერყეობს ფაქტების შესაბამისად. გული კი მთელი ცხოვრება ერთი სურვილით იწვის და თვითონ ქმნის გარემოებებს. გულის სურვილებზე ფიქრიც კი გვაბედნიერებს არათუ მოქმედება. იცხოვრეთ გულით და მეტი ენერგია გექნებათ, შესაბამისად მეტს იშრომებთ. აიხდენთ სურვილებს და იქნებით ბედნიერები.

ახლა იმაზე ვიფიქროთ, როგორ გადავდოთ პოზიტივი მთავრობას.
დავგეგმოთ რამე და გავერთიანდეთ ამ მიზნისთვის.
This post has been edited by folkman on 26 Jun 2015, 16:10