მეცნიერული თვალსაზრისით ეს არის სისულელე, თუმცა მიუხედავად ამისა ეს არ წარმოადგენს ხელშემშლელ ფაქტორს ამ იდეის ტირაჟირებისათვის.
სულ რამდენიმე წლის წინ ასევე ფართოდ იყო ტირაჟირებული, რომ ადამიანსა და შიმპანზე შორის მხოლოდ 1%-იანი გენეტიკური სხვაობა არსებობს, რაც მოყავდათ მათი საერთო წინაპრის დამადასტურებელ ერთ-ერთ არგუმენტად.
თუმცა ცხადია, არავის აზრად არ მოსვლია ემტკიცებინა, რომ ეს ორი სახეობა ერთი და იგივე ვართ და ჩვენს შორის არავითარი სხვაობა არ არსებობს.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ გენეტიკური სხვაობა არსებობს არა მხოლოდ სახეობებს შორის, არამედ სახეობის შიგნით სხვადასხვა ინდივიდებს შორის. ასეთ სხვაობებს ქვიათ ალელები ანუ ერთი იგივე გენის ვარაიციები. ზუსტად ალელები განაპირობებენ განსხვავებულ შესაძლებლობებს ორ ინდივიდს შორის, რაც შეიძლება გამოხატური იყოს ფიზიკური, ინტელექტუალური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
ამავედროულად გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანაბარი შესაძლებლობების ადამიანებმა, მაგალითად ერთი კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად დაბადებულმა ტყუპებმა შესაძლოა მიაღწიონ მნიშვნელოვნად განსხვავებულ შედეგებს, რასაც განაპირობებს ადამინის მიერ გადაწყვეტილებების მიღების ანუ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ შესაძლებლობები და შედეგები შეიძლება არ დაემთხვეს.
და ბოლოს, გენეტიკური სხვაობები არსებობს ერთი სახეობის შიგნით სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს შორისაც.
In humans, the Y chromosome spans about 58 million base pairs (the building blocks of DNA) and represents approximately 1% of the total DNA in a male cell.[33] The human Y chromosome contains over 200 genes, at least 72 of which code for proteins.[2] Traits that are inherited via the Y chromosome are called holandric traits (although biologists will usually just say 'Y-linked').
https://en.wikipedia.org/wiki/Y_chromosomeადამიანებს დნმ მოიცავს ქრმოსომათა 23 წყვილს, რომელთაგანაც თითოეული გადმოგვეცემა სხვადასხვა მშობლისგან, თუმცა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მამაკაცებში ბოლო 23-ე ქრომოსომები განსხვავებულია და ერთი ქალის მსგავსად არის X ქრომოსომა, ხოლო მეორე Y.
Y ქრომოსომა შედგება 58 მილიონი ბაზისიგან, რაც არის მთლიანი დნმ-ის 1% და ის მოიცავს 200-მდე გენს, რაც ჯამში არსებული 20-25 ათასი გენის ასევე 1%-ია.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქალს და მამაკაცს შორის არსებობს 1%-იანი გენეტიკური სხვაობა, მაშინ როდესაც ცალკეულ ინდივიდებს შორის გენეტიკური სხვაობა საშუალოდ მხოლოდ 0.5 პროცენტია.
On average, in terms of DNA sequence all humans are 99.5% similar to any other humans.
https://en.wikipedia.org/wiki/Human_genetic_variationროგორც სახეობებს ან ინდივიდებს შორის არსებული გენეტიკური სხვაობა განაპირობებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, ცხადია ასევეა სხვადასხვა სქესების შემთხვევაშიც. თუმცა ერთი ინდივიდის მეორე ინდივიდზე ან ერთი სქესის მეორე წინ დაყენება მხოლოდ სუბიექტური მსჯელობის საფუძველზე შეიძლება.
იმის თქმა მინდა რომ განსხვავებული შესაძლებლობები გამოყენებული არ უნდა იქნას დისკრიმინაციისთვის.
This post has been edited by net on 27 Jun 2015, 15:17