triumpi
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13629
წევრი No.: 71118
რეგისტრ.: 16-October 08
|
#45032773 · 30 Jun 2015, 13:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dreamer@
QUOTE | გემშვივდობებით კეთილი სურვილებით |
და
ასე რატომ?
*** საზოგადოდ კი... დიდი ხნის წინ დავწერე და კვლავ განვავრცობ:
მსოფლიოში ავად თუ კარგად გაფანტული ქართველების უმთავრეს შესაკრებელ ფორუმს, სადაც შესაძლებელია საჯაროდ გაუზიარონ ერთმანეთს მონატრება, იმსჯელონ და შეთანხმდნენ საშველზე, გაუზიარონ ერთმანეთს ის პოზიტივიც და ნეგატივიც, რაც მათ წინ ხვდებოდათ და ხვდებათ უმართებულო ემიგრაციის გზებზე და ეს მწვავე ნოსტალგია სამშობლოსადმი --- როგორმე სასიკეთოდ იქმნას შემობრუნებული და ყველასათვის ღიად და ნათლად გაცნობიერდეს ის უმთავრესი მიზეზ-სათავენი, რამაც აიძულა ჩვენი თანამემამულენი --- დაეტოვებინათ სამშობლო.
უსაზღვრო, პირდაპირი და მზარდი უდიდესი გავლენის მქონე სოციალური ქსელი არის უძლიერესი საშუალება როგორც ინფორმაციული განათლებისათვის --- ასევე ერთიანი ეროვნული იდეოლოგიის მართებული და უდავო ცნობიერების დასამკვიდრებლად.
ასევე ბუნებრივად გასაგებია მავანთა ის მიზანმიმართული ანტიქმედებებიც, რათა ვერ და არ შედგეს ქართველთა ის სამოქალაქო ერთობა უმთავრესში, სადაც სისტემური უკანონობა და უსამართლობა უეჭველი უნდა ჩანაცვლდეს კანონის უზენაესობის სამართლიანი სისტემით.
ყველაზე ვერაგული იდეოლოგია ყოველთვის ცდილობს იპყრას მართვის ის სადავეები, საიდანაც ხდება საზოგადო მართვანი საერო და სასულიერო სისტემით.
უფრო მარტივად: ადამიანები უკანმოუხედავად უნდა გააქციონ იქიდან, საიდაც ხდება მავანთათთვის არასასურველი ერთიანობის ფორმირება ამავე მავანთა მომპალი ერთობის შესაცვლელად და კიდევ უფრო მარტივად ---იმდენად ააქოთონ და აამყრალონ მომავლის უძლიერესი შესაკრებელნი, რომ ნორმალურ ადამიანებმა იქ ვერ გაძლონ სადისკუსიოდ და იფიქრონ ასე: ,,სადაც არა სჯობს - გაცლა სჯობსო'' და ვერ იფიქრონ ის, რომ ამას მხოლოდ სასტიკად დამარცხებული და კაპიტულაციაზე წასული იქმს... და ვერაფერი გააწყო დაუნდობელ ,,მჯობნთან''.
მათ ავიწყდებათ, რომ ერთობის ,,წარმატებული'' ორგანიზება ბოროტებასაც ძალუძს და სამოთხის ჯოჯოხეთად ქცევა, რომელიც მათვე დათმეს პირადი ,,მეს'' წინ დაყენებით, რითაც ,,ჩვენსაზე'' წინ დააყენეს დათითოებული ,,მე''. სადაც არაა ,,მე''-თა ,, ჩვენად'' ორგანიზება --- მათ უკვე მართავენ თუნდაც მცირედ და ავად ორგანიზებული უმცირესობანი... და ყიჟინობენ: ,,გაიქცნენ ეს ცალკერძა ვითომ უძლეველნი, რომელთაც დაუნდობელი ამპარტავნობით დაავიწყდათ ერთობა ერთიანში... მათ უღალატეს მამას, როდესაც ჩვენ არ გვიღალატია მამინაცვლისათვის...''
*** პარადოქსი: ამ სიყვარულით სავსე კარგებს, გენიალურებს, წარმატებულ უჭკვიანესებს --- არ ძალუძთ ინდივიდთა გონივრული ერთობა? საიდან ამდენი ამპარტავნობა? სიკეთის და ბოროტების შემცნობმა უნდა იცოდეს დაუნდობელთა მიმართ ბრძოლის ავან-ჩავანნი, რადგანაც:
თუ ცალთვალა მაინც ხარ ბრმებში და უფსკრულის პირას ვდგევართ... --- ჩვენი შემობრუნებაც ძალგიძთ! და ამისათვის რა არ გემეტებათ, რას ვერა სთმობთ? არ გწამთ, რომ --- ბოროტსა სძლია კეთილმან? სადღეგრძელო? დღე გრძელი და ბნელი? როგორ უნდა დალოცო ნათელში ვინმე და რაიმე ბნელიდან? ბნელს ხომ სძულს ნათელი? ახალი ამბავია?
დაფსკვნა:
სიკეთის სახელით სჩადიოდნენ უმთავრეს ბოროტებებს.... სწორედ კეთილთა ლაჩრობის გამო! --- მას დაქსაქსულობა-გათიშვა და დათითოებული ,,მე და ჩემი ნაბადი ჰქვიან..'' შეუცნობელი სიკეთე კი --- ბოროტებაზედ უარესია!
ისევ პარადოქსი: მართლებს თავები დამნაშავენი ჰგონიათ და დამნაშავეებს კი მართლები! უზნეობაზედ დუმილი ოქროა? რატომ უყრით ღორებს მარგალიტებს და ადამიანებს განუკითხაობას?
რა მოაბრუნებს გაქცეულთ? გაქცევის მიზანშეუწონლობა! წაუსვლელიდან წასვლაა დამარცხება... თანაც ღალატიანი. რატომ ღალატიანი? ამიტომ: ნებითვე უთმობთ ,,ბურთსაც და მოედანსაც''... ტრიბუნებზე ხომ ერია! ვარდებს ელით დაუნდობელთაგან?
|