მოკლედ ბევrი ეჭვი გამოითქვა, რომ მამაძაღლობას აპირებენ და ბილეთებს არ გაყიდიან რიგის მიხედვით.
ამიტომ შეvეცადოთ და გავაკონტროლოთ. ამისთვის საჭიროა ჩართულობა და მაქსიმალურად ინფორმაციის მოპოვება.
მეთოდი:
საიტზე შესვლისას თქვენ ხედავთ თუ რამდენი წუთია დარჩენილი თქვენს რიგამდე და რამდენი მომხმარებელია თქვენს წინ.
ამ ინფორმაციით შეგვიძლია გავიგოთ თუ რამდენ მომხმარებელს ატარებს საიტი წუთში.
მაგალითად:
მე ვარ რიგში 750-ე და რიგის დრო არის 9 წუთი.
ეს ნიშნავს რომ წუთში ატარებს დაახლოებით 750/9=84 მომხმარებელს.
დავუშვათ ყველამ შეიძინა 4 ბილეთი. (გამოკითხვის შედეგების მიხედვით ამ დაშვებას ჩაენაცვლება შეწონილი რაოდენობა)
მაშინ 24 000 ბილეთის გასაყიდად საჭიროა 24000/84*4 = 71 წუთი.
ანუ ბილეთების უნდა გაიყიდოს ყველაზე სწრაფ შემთხვევაში 9 საათს + 71 წუთი ანუ 11ის 11 წუთისთვის.
თუკი ამაზე ადრე გათავდა ბილეთები, ეს ნიშნავს რომ ბილეთები მოტეხეს[COLOR=red]ეს უბრალოდ თეორიული რიცხვებია და რეალური რიცხვები დაფიქსირდება საიტის გახსნის შემდეგ[/COLOR=red]
მეთოდის სიზუსტის გასაზრდელად აუცილებელია რაც შეიძლება მეტმა მომხარებელმა დააფიქსიროს და დაპოსტოს შემდეგი მონაცემები:1. საიტზე შესვლის დრო (რიგში ჩადგომისას)
2. რიგის სავარაუდო ხანგრძლივობა
3. რიგის ნომერი (რამდენი მომხმარებელია მის წინ)
4. ბილეთების შეძენის შემდეგ შეეცადოს სურათი(PrtSc) გადაუღოს რამდენი ბილეთია დარჩენილი
5. თუკი შეხვედით და აღარ იყო ბილეთი - რა დროს მოხდა ეს (ზუსტი დრო).
ანუ პოსტი უნდა დაახლოებით გამოიყურებოდეს ასე:
1. 09:04
2. 8:40 წუთი
3. 880 ე
4. ჯერ რიგში ვარ
5. ჯერ რიგში ვარ
p.s ვინმე სპორტშიც თუ დააკოპირებთ თემას - უკეთეს შედეგებს მივიღებთ.
p.s.s. მოდერ ცალკე გავხსენი იმიტომ რომ გამოკითხვასჭირდება.
p.s.s.s მე ვიძინებ გვიანია და აბა თქვენ იცით
This post has been edited by pxovela on 30 Jun 2015, 07:58