ნოზაძეს არც ვადარებ, ეგეთი რუსთველოლოგი მეორე არ გვყოლია, მარა ფაქტი ერთია - ზვიადის ეგ წიგნი საინტერესო და მაღალკვალიფიციური ნაშრომია რუსთველოლოგიაში.
ანუ, რა გამოდის: ათწლეულების მანძილზე კარგი ფილოლოგი, კარგი მთარგმნელი, კარგი რუსთველოლოგი იყო და ერთ მშვენიერ დღესაც ვარდენივით გაგიჟდა?

არა, საქმე სხვანაირადაა.
"საქართველოს სულიერი მისსია", ნაშრომი კი არა, ლექციაა, რომელიც წაიკითხა 1990 წელს და შემდეგ დაიბეჭდა.
რა თქმა უნდა, მაგ ლექციაში აშკარად ჩანს მაშინდელი პოლიტიკური ვითარების გავლენა.
ანუ ეგ ლექცია პოლიტიკური უფროა, ვიდრე მეცნიერული. და არცაა გასაკვირი, 1990 წელს ზვიად გამსახურდია მთავარი პოლიტიკური ფიგურა იყო საქართველოში.
მოკლედ: ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ზვიად გამსახურდია-მეცნიერი (ლიტერატორი) და ზვიად გამსახურდია პოლიტიკოსი.
ძალიან კარგი ფილოლოგი და მთარგმნელი რომ იყო, ამას მისი მკვეთრად ანტიზვიადისტი კოლეგებიც აღიარებენ.
შესაბამისად - იმის მტკიცება, რომ ეს მაღალკვალიფიციური მეცნიერი და მთარგმნელი "ვერ იყო" სხვას არაფერს ადასტურებს, გარდა იმისა, რომ თვითონ ამის მამტკიცებელი ადამიანი ვერაა მთლად ყოჩაღად

პოლიტიკოსი როგორი იყო, ამაზე კამათი შეიძლება და ვკამათობთ კიდეც, მეტს რას ვაკეთებთ ბოლო 25 წელია...