ვისაც მთლიანის წაკითხვა ეზარება აგერ მოკლე რეზიუმე (ნაცებმა არ წაიკითხოთ :ვერ გააპრავებთ და გული დაგწყდებათ

)
"მთლიანობაში, “ვარდების რევოლუციის” ხელისუფლების შემდგომი ეკონომიკური პოლიტიკის
შესაფასებლად მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხები:
რამდენად ლიბერალურია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა? მიუხედავად იმისა, რომ
ცალკეული მიმართულებით მთავრობამ მართლაც მოახდინა მკვეთრი დერეგულირება (მაგ., შრომის
კანონმდებლობა, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ა.შ.), ვერ ჩამოყალიბდა არსებითად
თავისუფალი ეკონომიკური გარემო, რისი უმთავრესი მიზეზიც საკუთრების დაუცველობა იყო.
შედეგად, ვერ მოხერხდა ეკონომიკური განვითარების იმ რეალური უპირატესობების გამოვლენა,
რომელიც ლიბერალურმა ეკონომიკურმა გარემომ უნდა მოიტანოს.
მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას ასევე აკლდა თანმიმდევრულობა, რადგან 2004-2007 წლების
განმავლობაში ნაკლები ყურადღება ექცეოდა სოფლის მეურნეობასა და სოციალურ პრობლემებს,
სიღარიბის დაძლევას, დასაქმებას. 2008 წლის შემდგომ კი მთავრობის პოლიტიკის აქცენტები
სწორედ ამ საკითხებზე გადავიდა, თუმცა ჯერჯერობით რაიმე ხელშესახები წარმატებების
გარეშე.
მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, ვერ იქნა მიღწეული გარდატეხა ეკონომიკური განვითარების
თვალსაზრისით. ამის მიზეზი იყო ზრდის ფაქტორებში საგარეო და შიდა ფინანსური ნაკადების
განმსაზღვრელობა, რომელიც ნაკლებად აისახა რეალურ სექტორებზე. ეკონომიკური ზრდა ვერ
აისახა დასაქმებაზე, ეკონომიკის ახალი სექტორ(ებ)ის წარმოჩენაზე და ტრადიციული სექტორების
განვითარებაზე. მოდერნიზაციის იდეა, რომელიც მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში
ფიგურირებს, არ იქნა მკაფიოდ გამოკვეთილი ან ჩამოყალიბებული კონცეფციისა და სტრატეგიის
დონეზე. აქედან გამომდინარე, საქმე უპირატესად გვქონდა მოდერნიზაციის ზედაპირულ
გაგებასთან, როდესაც იცვლება არა ეკონომიკის მამოძრავებელი ღრმა სტრუქტურული
ტენდენციები (სექტორული, შრომის ბაზრის, ტექნოლოგიური, სავაჭრო), არამედ ძირითადად ხდება
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და აქცენტების გადათამაშება სექტორებს შორის. ამგვარად,
“მოდერნიზაციის” სამთავრობო პოლიტიკა არ იყო მკაფიოდ იდენტიფიცირებული, არსებით
შედეგებზე ორიენტირებული და მყარ, სიღრმისეულ ეკონომიკურ გათვლებზე დაფუძნებული. "
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, 2010,
http://www.state.gov/documents/organization/160457.pdf