http://www.netgazeti.ge/GE/105/News/47840/ბათუმის სტადიონის პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მხარე ანტიკორუფციული სააგენტოს მხრიდან ზეწოლაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ კი კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობს. სამინისტრო ხელშეკრულების გაუქმების მიზეზად კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებს. კომპანია აპირებს სამინისტროს ამ შეფასების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივროს.
„ჩვენ გვქონდა ეტაპობრივად გაწერილი ხელშეკრულებაში, თუ რა დოკუმენტები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. წარმოუდგენლობის შემთხვევაში მივეცით 20-დღიანი ვადა დაჯარიმებით. ამის შემდეგ კომპანიამ კიდევ მოითხოვა 50-დღიანი ვადა, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი იყო და გამოიწვევდა, ასე ვთქვათ, სამომავლოდ პრობლემებს. მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მედიასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ.