ისევე როგორც საქართველოში ალბათ ამერიკაშიც ასე იქნება - სრულწლოვანის მიერ რაღაც ასაკამდე (საქართველოში 16) მიუღწეველ ადამიანთან სექსი ითვლება მხოლოდ სრულწლოვანის (მათ შორის ქალის, სქესის განურჩევლად) დანაშაულად. ხოლო, 16-დან ზემოთ ადამიანსა და 16-დან ზემოთ ადამიანს შორის სექსი საქართველოში არ ისჯება, თუ გაუპატიურებას (სსკ 137), ძალმომრეობას (სსკ 138), იძულებას (სსკ 139) არ აქვს ადგილი.
იურისტს კითხეთ მაინც დაინტერესებულებმა, მე არ ვარ იურისტი და არც სასამართლო პრაქტიკა არ ვიცი საქართველოში როგორია.

)
***
მუხლი 137. გაუპატიურება (27.11.2013. N1642 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
1. გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
მუხლი 138. სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
1. მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 139-ე–141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.
4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
მუხლი 139. სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება (27.11.2013. N1642 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
1. სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბოსელობის ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან ქონებრივი დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, −
ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
მუხლი 140. სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან (27.11.2013. N1642 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
მუხლი 141. გარყვნილი ქმედება (27.11.2013. N1642 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
This post has been edited by შავლეგა on 3 Jul 2015, 21:53