როგორც მოგეხსენებათ, "დინამო"-"გაბალას" მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველ და აზერბაიჯანელ "ფანებს" შორის შეტაკება მოხდა. რა დროსაც ქართველმა "ფანებმა" აზერბაიჯანელებს დროშები წაართვეს. ეს ფაქტი მკაცრად დაგმო "დინამოს" ხელმძღვანელობამ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა. გთავაზობთ ქართველი "ულტრასების" პასუხს ინციდენტთან დაკავშირებით:
"ბევრმა თქვენთაგანმა გააკრიტიკა ეს ფაქტი, მაგრამ ცოტამ თუ იცის რატომ მოხდა აზერბაიჯანის დროშის წართმევა. ხშირად ვხვდებით ფაქტებს როდესაც ერთი კლუბის ფანები მეტოქე გუნდის ფანებს ართმევენ დროშებს,ბანერებს,შარფებს მაგრამ საქართველოში ეს ყოველთვის განსჯის საგანი ხდება.
სანამ ბოდიშს მოიხდიდეთ კიდევ ერთხელ გაჩვენებთ დროშას რის გამოც მოხდა აზერბაიჯანული დროშების წართმევა :
ეს არის თურქული ტერორისტული ორგანიზაციის გერბი " რუხი მგლები " შეყვანილია მსოფლიო ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა "რუხი მგლების" ქართველებთან კავშირი რა შუაშიაო, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ მათ მოკლეს თურქეთის ქართველობის თვალსაჩინო შვილი და ქართველი პატრიოტი აჰმედ მელაშვილი 1980-იან წლებში!
გგონიათ ამას მათ ვინმე აპატიებდა? რატომ უყურებთ ყოველთვის ყველაფერს შუშის თვალებით?! რატომ აქვს თქვენთვის მოვლენას მხოლოდ ერთი მხარე?! პოლიტიკური სკანდალია თანაც ქართველების მხრიდან?! კარგად დაფიქრდით სანამ რამეს გააკეთებთ და პირდაპირ ბოდიშების მოხდაზე ნუ გადადიხართ!
საქართველოში გამოჩნდნენ ახალგაზრდების გარკვეული მასები რომლებიც ეწინააღმდეგებიან ყველაფერს რაც არაქართულია!
რატომ დაივიწყეთ ის ტაძარი რომლის კარიც აჭედეს?
რატომ დაივიწყეთ ქართული ტერიტორიები რომლებიც ახლა მათ შემადგენლობაში შედის?
რატომ დაივიწყეთ ის ქართველები რომლებიც მათ ტერიტორიაზე ქართველობას იცავენ?
რატომ დაივიწყეთ ჩიხურა - ნეფთჩის მატჩი ? სადაც ჩვენს პატრიარქს აყენებდნენ შეურაცხყოფას ასევე ქართულ დროშას?
რატომ დავიწყეთ რა მოხდა ჩიხურას თამაშზე ბაქოში?
რატომ დაივიწყეთ ის რომ ქართველი მღვდელთმსახურს შეუქმნეს პრობლემა და ახლა ის საქართველოშია?
რატომ არ სხთოვთ აზერბაიჯანს ამ ყველაფერზე პასუხებს?
ყოველთვის ერთ მხარეს იყურებით!
სანამ რამეს იტყოდეთ გაეცანით მომხდარ სიტუაციას
სანამ ბოდიშს მოიხდიდეთ დაფიქრდით იქნებ მათ აქვთ ბოდიში მოსახდელი
სანამ ახალგაზრდობას გააკრიტიკებდეთ იქნებ გაიგოთ რისთვის აკეთებენ ამას.
იხადეთ ბოდიშები, მაგრამ ქართველელების მკვლელების დროშებს არავინ შეარჩენთ მათ ესეც იცოდეთ ასეთი მომენტებისათვის უფრო მეტი ბოდიში მოიხადეთ რადგან საქართველოში ქართული საზოგადოება იზრდება!"
http://geodigest.ge/?menuid=33&id=1688&lang=1 This post has been edited by tupac1991 on 5 Jul 2015, 03:35