#45077882 · 5 Jul 2015, 05:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
thug
ეჰ, ნეტაი მოგეცეს საშუალება, ღირსეულად გიმასპინძლებდი. მანქანით ძალიან შორია ჩემამდე. ავია ბილეთი და ბორტიდან მოგხსნი სანამ ლაინერი დაჯდება.
უნდა მოვყვე ერთი ამბავი.
მეგობარი მეწვია ორი წლის წინ და დავიმხეთ თავზე ყველაფერი, მოვიარეთ მთელი შტატი, თან კემპინგები და ა.შ.
მეოთხე დღეს მეკითხება, ვზივართ და დაუზოგავად ვხვრიპავ ყველანაირ ალკოჰოლიურ სასმელს.
ბოლოს როდის იყავი ექიმთან შემოწმებაზეო.
ნუ, ქუთათურებს ნაღდად ვერ ვუქაჩავ იუმორში, ჯილა ქართლელი ვარ.
მეთქი რაის ექიმი ბუჯო.
დარწმუნებული ვარ, შენ არც ღვიძლი გაქვს და არც თირკმელები, სანამ ფილტვიც არ გაგიქრა, წაი ბიძია ექიმთანო.LOL * * * ცა გააწითლეს, რას ისვრიან და რატომ ამდენს?
ვინ უნდა ეომოს ამათ ბიჯო?
დაადუღეს ცა.
ახლა დაჰკრავენ ათ წუთში დამაგვირგვინებლებს, გააგრძელებენ მინიმუმ 45 წუთი, და არ გამოელევათ, ხვალეც გააგრძელებენ ეზოებზე.
პ.ს. ჩემს რომელიმე მანქანას არ დეეცეს რაღაცა უშნოდ გასროლილი, თორემ მოსასულიერებელი გავხდები.
წავედი "კრიშაზე", იქიდან უნდა ვუყურო ცეცხლებს ჰაერში.
--------------------
მხოლოდ წინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|