Klingonმე მაინც მგონია რომ სწორედ კავშირშია პირდაპირი ენობრივი კონტაქტიდან გამომდინარე დისკუსიის მანერა და შესაბამისად პოპულარული მემეების-მიმების დამკვიდრება სწორედ იმ წყაროებიდან, რომლებიც პირდაპირ არის გასაგები მოსახლეობის უმრავლესობისთვის.
ასევე, მემე ნაძალადევად რომ არის გამოწოვილი, ის პოპულარობას ვერ მოიპოვებს. მაგალითად, ზოგიერთი 'ტაბულას' ნაციონალი მხარდამჭერი ვიწრო წრისთვის გასაგებ, მაგრამ მასებისთვის გაუგებარ ინგლისურენოვან სლენგს ჩააგდებს საუბრის დროს (რამდენიმე დღის წინ იყო რაღაც ეგეთი სწორედ, მაგრამ ზუსტად რა სიტყვა იყო არ მახსოვს) - ის იმ ვიწრო წრისთვის დარჩება გასაგები, მაგრამ თავად მესიჯის მიმტანი ადრესატისთვის იმდენად არ იქნება, რადგან ნაძალადევი მიმი პრეტენზიულს ხდის ეგეთ სტატიას (სიტყვა 'მესიჯისგან' განსხვავებით

რომელიც 15 წლის წინ პრეტენზიული იქნებოდა და დღეს ჩვეულებრივია და 'ლაითად' მიდის

)
ანუ დრო უნდა რა. კონსერვატიული ხალხია ქართველები და ვერ სწავლობენ ენებს ადვილად, მაგრამ ისწავლიან როგორმე ინგლისურს უკეთესად 10-15 წელიწადში და როგორც საბჭოთა მანქანები შემცირდა თბილისის ქუჩებში ფირმა-მანქანების სასარგებლოდ, ეგრე შემცირდება სოვიეტიკური ტერმინოლოგია-მემეტიკა ლაპარაკში.