#45086951 · 6 Jul 2015, 10:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (gochino80 @ 5 Jul 2015, 18:01 ) | ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნა. სადგური თამარ მეფის გზატკეცილზე, ოთხსართულიანი ბიზნესცენტრის, "ბათუმი-ცენტრალის" შენობაში განთავსდა და 750 კვადრატულ მეტრ ფართს იკავებს. შენობაში უკვე მოეწყო რკინიგზის მომსახურების სერვისცენტრი ოფისებითა და სალაროებით. კეთილმოწყობილია ასევე მგზავრთა მოსაცდელი დარბაზები. "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობამ "საქართველოს რკინიგზასთან" ერთად, მოსახლეობის ინტერესებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით განახორციელა. "მგზავრები ზღვისპირა ქალაქში მატარებლით ჩასვლას იმავე დროში, იმავე ფასად შეძლებენ, როგორც თბილისიდან მახინჯაურის სადგურამდე. შენობაში 22 500 კვადრატულ მეტრზე რკინიგზის სადგურის გარდა განთავსებულია ბიზნესობიექტები, გასართობი ცენტრები და ავტოსადგური, კომპანია "ბათუმი-ცენტრალმა" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით შეიძინა და მშენებლობისთვის 8 მილიონი დოლარი დახარჯა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი "საქართველოს რკინიგზამ" 3 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელების შედეგად 300-მდე ადამიანი დასაქმდება", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე, კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ამის გადაფარვას ცდილობს რუსთავი2? |
ისე ცნობისათვის
რკინიგზის სადგური ამათი აშენებული არ არის, ეს სადგური ააშენა ასლან აბაშიძემ, უბრალოდ მიშამ ვერ წართვა რომ გაერემონტებინა, ახალმა მთავრობამ გამონახა გზები რუსეთში გადახვეწილ მეპატრონესთან და გაარემონტებინა და გაურიგდა თუ როგორცაა, მოკლედ. ღარიბას მადლობა მხოლოდ იმისთვის რომ ბათუმთან ახლო მოიტანა სადგური მისმა ხელისუფლებამ , მორჩა.
სხვათაშორის ასლან აბაშიძის პროექტში მაგ სადგურიდან პორტამდე ანუ ბერეგამდე ზღვაზე გზა უნდა გასულიყო
|