მე ამას უფრო ვენდობი იმის მერე რაც 7 ვეფხვი ვერ დაითვალა მთავრობამ და გზა ვერ გადაკეტა დროულად ვერეს ხეობაში.
http://sputnik-georgia.com/incidents/20150706/228005619.htmlმოსახლეობა ირწმუნება, რომ სახანძრო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ. სავარაუდოდ, ცეცხლი სახლებს ალმოდებული ბალახიდან გადაედო.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. სოფელ კუმისში კვირას, 5 ივლისს დაახლოებით 40 სახლი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია ”რუსთავი-2”.
მოსახლეობა ირწმუნება, რომ სახანძრო ბრიგადები შემთხვევის ადგილას დაგვიანებით მივიდნენ და ხანძარი ასეთი მასშტაბური ამიტომ გახდა. სავარაუდოდ, ცეცხლი სახლებს ალმოდებული ბალახიდან გადაედო.
”პირველი სახანძრო ეკიპაჟი 20 წუთის შემდეგ ადგილზე იყო. ამის შემდეგ დავამატეთ სხვა სახანძრო ეკიპაჟები”, — განაცხადა საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა.
წაქაშვილის განცხადებით, ხანძრის ლიკვიდაციაში 15 სახანძრო ბრიგადა და 120 მაშველი-მეხანძრე მონაწილეობდა. ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციაში ასევე ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე ვერტმფრენი.
Sputnik საქართველო
http://sputnik-georgia.com/incidents/20150...l#ixzz3fEhytWc0მაშველები ამტკიცებენ 20 წუთში ამოვედითო, ფაქტი კი ერთია სახლები დამწვარია .
This post has been edited by temart on 8 Jul 2015, 12:02