
კი ბატონო და მაგის განკურნება არამგონია... დიდი ამბავია
რუსეთის და კვიპროს-საბერძნეთის მგზნებარე პოლიტიკურ სექსს რაც შეეხება, მგონია რომ ქართველები არასწორი, რუსეთისადმი ზიზღით გაჯერებული თვალით ვუყურებთ ამ პროცესს
ამბობენ ჩვენში: "მივიდნენ მივიდნენ ბერძნები რუსეთთან და რა ჩიტს დაიჭერენ ვნახავთო"
სწორია ბატონო ვინ ამბობს მაგაზე რამეს, რუსისგან ნახეირები ვის რა უნახავს მაგრამ მოდი ამ ყველაფერს სხვა მხრიდან შევხედოთ
სანამ ბერძნების დედაც და მამაც და კეთილებიც ატირდებიან რუსულ ჩექმაში, რატომ არის თვითონ ტრაკგამოხეული რუსეთი ესეთი მონდომებული რომ აყრის ფულს ამათ თავზე?
ეხლა, ბაზები რო უნდა იქ და ეგ რო ესიზმრებათ ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთი მიზეზია აქვს პუტინს, მიზეზი მიზანი:
ევროკავშირის იდეოლოგიას უთხრის ძირს და საკმაოდ ეფექტურადაც
სანამ ბერძნებმა თავის ტყავზე იწვნიეს დასავლეთის ვერცხლისმოყვარეობის და უპირატესად თავიანთი სიზარმაცის შედეგი, მანამდე კვიპროსის მაგალითი უძღვოდათ წინ, როცა ევროპისგან "მიტოვებულს" კვიპროსს რუსეთმა "უშველა"
არაფერიც არ უშველია, მაგრამ მშიერი კაცი ხვალინდელზე არ ფიქრობს, მას დღევანდელი პურის ნატეხი ადარდებს
ასე რომ მიდის რღვევა ევროპული "ძმობა ერთობა თავისუფლება" მენტალიტეტის
ამის შემხედვარე სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ან გონივრულად მოიქცევიან და ეკონომიკას მიხედავენ, ანდა მცირე პრობლემის გაჩენის შემთხვევაშიც გამოჩნდებიან იქაური ქეთი დოლიძეები და სხვა ინწილიგენტები და იტყვიან: რად გვინდა ეგ ჩათლახი ვეროპა აგერ არ გვყავს სლავები, ჩვენი სისხლის მხსნელებიო...
სანამ ევროპა ხურდას ითვლის, მათი სახელიც და იდეოლოგიაც უფასურდება და ამაზე ხელს ითბობს რუსეთი
მერე რა მოუვათ რუსებთან მოხვედრილებს ეგ სხვა საკითხია - ეგ თვითონ იდარდონ
ეხლა დასავლური ღირებულებებია კრიზისში
და ამ კრიზისის გამომწვევი ვერცხლისმოყვარეობაა
Rugby is a good occasion for keeping 30 bullies far from the centre of the city - Oscar Wilde :D
Rugby football is a game for gentlemen of all classes, but for no bad sportsman of any class - Walter Carey