თავისუფლად მსჯელობა და აზრის გამოხატვა არ შეგიძლიათ? ეს იარლიყები რუსოფილი, მოღალატე წადი ტავი მოიკალი და ა.შ არც საღ კამათში ჯდება და არც განსხვავებულად (თუნდაც მცარად) მოაზროვნე ადამიანს გაანათლებს
ადამიანმა დასვა კითხვა თუ რატომ მოხდა რომ მონობის წლებში საქართველოში აშენდა გაცილებით მეტი ვიდრე თავისუფლების დროს. თან სად მაშინდელი ტექნიკის განვითარების დონე და სად ეხლანდელის
ყველა მსხვილი სტრატეგიული ობიექტი საბჭოთა კავშირის დროს აშენდა
1.ჰესები: ენგურ ჰესი, ხრამი 1, ხრამი 2, შაორ ჰესი თავისი უზარმაზარი წყალსაცავით, ტყიბულ ჰესი რომლის აშენება ურთულესი პროექტია ( ვინც იცის რას წარმოადგენს, რა წნევაზე მუშაობს), გუმათი 1, გუმათი 2, ჟინვალ ჰესი, ლაჯანურ ჰესი, რიონ ჰესი, ორთაჭალა-ზემო ავჭალა-სამგორის ჰესები, ერისწყალზე უდიდესი კასკადი, სოხუმჰესი ........ ეხლა რომ შენდება ხუდონ ჰესი ესენიც კი კომუნისტებმა დაიწყეს და 89 წელს სეაჩერეს სვანების პროტესტის შედეგად
2. თბოელექტრო სადგურებიც კომუნისტებმა ააშენეს. მეცხრე ბლოკი არ იყო სულ რო ფეთქდებოდა?

3. ფაბრიკა ქარხნები. რუსთავის-მეტალურგიული და აზოტის. ქუთაისის სატრაქტორო და საავტომობილო, თბილისის ელმავალ მშენებელი და საავიაციო, ბათუმის-გემთმშენებელი და სოფლის მეურნეობის ტექნიკის
კომუნისტებს აგინეთ 24 საათი და საქართველოში ჩაის, მანდარინის და ფორთოხლის პლანტაციები ბერიამ გააშენა. აღმოსავლეთ საქართველოშიც ირიგაცია მაგის დროს გაკეთდა. მოსახლეობის 90 % ქალაქად კომუნისტების აშენებულ კორპუსებში ნცხორობს და კომუნისტების გაყვანილი მეტროთი მგზავრობს
საქართელოში ელემენტარული საკუთარი წარმოების ბენზინი არაგვაქვს არადა ჩვენგან გადის ნავთობი რუმინეთში და მერე უკან გვიბრუნდება მზა პრუდუქტი სამმაგ ფასად. ტეხავს მაგრად. არადა კომუნისტების დროს ნავტობ გადამამუშავებელი საწარმოები იყო იგივე ბათუმში მაგალითად
არ აშენებულა არც ახალი პორტები, არც აეროპორტები, არც ელექტრო ხაზები .... ან მიდის რესტავრაცია ძველის, ან აშენებს უცხოური კორპორაცია, ან მსოფლიო ბანკის ვალებით და კრედიტებით შენდება
რატომ ვერ შევინარჩუნეთ ის საწარმოები და ფაბრიკები რაც საბჭოთა კავირმა დაგვიტოვა? რატომ ვერ შევინარჩუნეთ, განვავითარეთ და დავხვეწეთ ის დარგები რაც გვქონდა და დავუმატეთ ახალი?
დავანებოთ თავი რუსებს და საბჭოთა კავშირს. ეგ წარსულია. ვისთვის ცუდი, ვისთვის კარგი მოსაგონი. კითხვა დავსვათ ასე-რას ვაკეთებდ დღეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რას ვაშენბთ, რას ვუტოვებთ მომავალ თაობას? როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული კომუნისტების დატოვებულ ელექტროენერგიაზე, თურქეთიდან სემოტანილ საკვებზე და ტანსაცმელზე, ევროპიდან შემოტანილ საწვაზე. ერთი ღვინო გვაქვს და მინერლური წყლები და ისიც ერთი ბუნებამ გვისახსოვრა მეორე ჩვენმა წინაპრებმა
This post has been edited by soso2483 on 9 Jul 2015, 14:24