შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის გარდაბნის გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცერი შოთა ბიწაძე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისში დააკავეს.
როგორც შსს-ში აცხადებენმ გამოძიებამ დაადგინა, რომ შოთა ბიწაძემ, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენელს მოქალაქე მ.მ-ს კომერციული ინფორმაციის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოპოვებისა და გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ყოველ დღე ქრთამის აღებისთვის მაღალჩინოსნი დაჭერა არ ტეხავს???
ქვედა რგოლებში უფრო ბევრი ტყდება ბიჭებო
http://news.ge/ge/news/story/143902-shemos...romeli-daakaves This post has been edited by paparesta on 11 Jul 2015, 13:40
მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე ძალიან კარგი, მეოთხეზე უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია.
ბიძინა ივანიშვილი
24.12.2012
adblockplus.org