თავდაცვის მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების მომხრეა
თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, სავალდებულო სამსახურის გაუქმების საკითხი, ფუნდამენტურ განხილვას საჭიროებს.
ხიდაშელის თქმით, ის მზად არის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ნებისმიერ ფორმატში მივიდეს და აღნიშნული საკითხი განიხილოს. რაც შეეხება საკითხს, დისკრიმინაციულია თუ არა მიდგომა, როდესაც ამა თუ იმ მოქალაქეს შეუძლია სავალდებუო სამხედრო სასმახური 2 000 ლარის სანაცვლოდ გადაავადოს, მაშინ, როდესაც ზოგიერთს ამის საშუალება არ აქვს, ხიდაშელი აცხადებს, რომ არსებობს გარემოებები, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება შესაძლოა აუცილებელი იყოს.
„არ მიმაჩნია, რომ ეს არის დისკრიმინაციული. არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია. მაგალითად, შეიძლება ადამიანი იყოს ავად, იმ კონკრეტულ მომენტში. არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ადამიანს უჩნდება, რაც შეიძლება გამოდგეს, როგორც ობიექტური კრიტერიუმები. 2 000 ლარი არ არის ის თანხა, სადაც ჩვენ შეგვიძლია სოციალურ დისკრიმინაციულობაზე საუბარი. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს. რაც შეეხება სავალდებულო სამსახურის გაუქმებას, ჩემი პირადი პოზიციით, საქართველოს ჯარი მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე უნდა იყოს აგებული“, - განაცხადა ხიდაშელმა.
http://pia.ge/show_news.php?id=44993&lang=geoაი საერთოდ თუ აზრზე იყოს ეს ქალი თავდაცვა ან სავალდებულო სამსახური რისთვის არის რა... ან თუ აზრზეა მაშინ განგებ მავნებლობს.
და ამ ქალს 2000 ლარი არ მიაჩნია დისკრიმინაციულ თანხად სავალდებულო სამსახურის გადასავადებლად. კაპიკები ჰგონია რა პრაქტიკულად.
თინა თუ ობიექტური გასათვალისწინებელი გარემოება არსებობს მაშინ 2000 ლარი კი არ უნდა იყოს გადავადების საფუძველი არამედ ეს გარემოება.
ჩააბარეთ თავდაცვა ადამიანს რომელსაც აფხაზეთი თუ არ იქნა საქართველოს ნაწილი სულ ფეხზე ჰკიდია.
იმის მაგივრად რომ პატრიოტული სულისკვეთების გაზრდაზე იფიქრონ ახალგაზრდებში რომლთა დიდ ნაწილში სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადების სურვილი 0-თან ახლოს ციმციმებს, სავალდებულო ჯარის გაუქმებაზე დაიწყეს საუბარი.
შემოვარდებიან ახლა ასეთი ახალგაზრდები გახარებულები მინისტრის იდეით და გამართავენ აქ კლავიატურით "ბრძოლას". ამავე დროს მათ იზრაელი მოსწონთ.
ვინც აშშ-ს მოქალაქეობაზე ოცნებობს და იქ უნდა ცხოვრება გასაგებია რომ არ ენდომება ქართულ ჯარში მსახური.
იმედი მაქვს რომ ცოტაოდენ ასაკთან ერთად ინტელექტიც მოემატებათ და გადააფასებენ ბევრ რამეს ცხოვრებაში და მიხვდებიან რომ მართალი ვარ.
This post has been edited by ecklesiast on 9 Jul 2015, 23:32