აღამა ხილვა მქონდა და დილიდან ასო-ასო და კადრ-კადრ ვიხსენებ-ვალაგებ სამკითხაო კარტივით....
ბოლოს კითხულმა შემაშფოთა და აღაშფოთა ჩემი ქოცური არსება, რადგან უწყებანი ასე ქაოტურად დალაგდა:
რატომააო დაუკოდავი მამალი ღორი ასეთი ავი, აგრესიული და გამხდარ-აჯაგრულიო? არც მისი ხორცი იჭმევაო...ჰყარს ცოცხალიც,მკვდარიც და შემწვარ-მოხრაკულიცო....
დედალნი კი ფუმფულანი და გოჭნი კი უფუმფულესნიო.
თუ ყველანაირ მამრ ღორებს დაკოდავთო --- ღორები ქოც-ქოც-ქუცინით გადაშენდებიანო!
რა სარგებლობა მოაქვს დაუკოდავ მამალ ღორსაო?
იგი ხომ... მხოლოდ ჯერ თავისნაირების გამრავლებაზე ზრუნავსო და საამისოდ მუდმივად ახურებულია ეშვებით ავად მზირალიო.
სარკეა ორფეხა ღორებისთვისო!
მართლმსაჯულება და სასამართლო თუ ღორებით დააკომპლექტე --- ვინღა განსჯის ღორებსო?
სამაგიეროდ და ავად აქეთ განსჯიან-განიკითხავენ ადამიანებსო --- ჩვენს მწვადები რაზედ გსურთ და მიირთმევთ თქვე ღორის გვამთა მჭამელებოო?
თუ ჭამაა --- ჩვენც მშვენივრად გეახლებით ჩიჩიასო...
ღორების გზა მხოლოდ სალაფავისაკენ მიდის და არა ტაძრისაკენ.
და თუ ტაძარში დაუყრი სალაფავს --- სამლოცველო საღორედ აქცევს....
ძველი ანეგდოტივითაა:
ჩუქჩა სტუმრად მიიწვია იმპერატორმა ერმიტაჟში.
მოაწყეს საიმპერატორო აპარტამენტებში და მეფურად მასპინძლობენ.
ნაღველი და მოწყენა შეამჩნია იმპერატორმა ჩუქჩას.
მიზეზი გამოჰკითხა.
უძილოდ ვარ, რადგან მხოლოდ იურტაში ძალმიძს ძილიო...
დაუდგით დარბაზში იურტაო! --- ბრძანა მეფური მოწყალებით იმპერატორმა.
გავიდა ორიოდე დღე.
აყროლდა იქაურობა.
ჩუქჩა კი ლაღობს და მხიარულობს.
გაწყრა გულარეული იმპერატორი და იხმო ჩუქჩა.
როგორ მოეწყეო იურტაშიო?
ბრწყინვალედო!
აბა რაღაზედ ჰყარს აქაურობაო?
იურტაში ხომ არ მოვისაქმებო?
აბა სად ისაქმებო?
გარეთ!... ტუნდრაშიო.
რასაც კიდევ გავიხსენებ --- გაუწყებთ!
( წიგნ ,,ღორთა ვარამიდან!'')
***
მოწოდება:
ოფიციალურად დაბრუნდეს ღორთა ბელადი პასუხისგებისათვის ხელისუფლებაში!
მიმაგრებული სურათი