#45165978 · 14 Jul 2015, 21:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე რომ გადავერიე მრავალწილიან აღვირახსნილ პროპაგანდასა და შავ პიარს, ჩემი ოჯახის წევრი რომ დაეჭირათ უსამართლოდ, რომ ავეგდე ციხის კადრებს და ბრაზით გონება ისე დამბნელებოდა, საერთოდ აღარ მიმექცია ყურადღება ვინ მომყავდა ხელიუსფლებაში, თან იმედი მქონოდა რომ ვერ გაბედავდნენ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის შეცვლას და რუსეთის უკანალისკენ თვალი არ გაეპარაებოდათ. წესით რა ჭკუაზე უნდა ვიყო ახლა? ეკონომიკას დედა ეტირა-ჩემს ოჯახსაც შეეხო ქვეყანა თავზე მექცევა- აი ბათუმის და ანაკლიის სურათებს აშეარებენ ეს დამპალი ნაცები და გულს მიხეთქავენ, აშკარად მოიმატა კრიმინალმა, წვრილ-წვრილ კორუფციას უკვე მეც ვხედავ და ტელევიზიით რასაც ვუყურებ სიუჟეტებს ამათი ნეპოტიზმის და ღორობის შესახებ-თან მჯერა ( აქამდეც ხომ მჯეროდა რასაც ტელევიზორში ვუსმენდი და ვუყურებდი და), თან არც მინდა დავიჯერო, იმიტომ რომ გული მისკდება ბოღმისგან, ჩემს ხარჯზე რომ ქსუვდებიან ეს დებილები. ნატომ და ევროკავშირმა ჩაილურის წყალი დალია ამათ ხელში. უვიზო რეჟიმს მე ვერ მოვესწრები და ჩემი შვილები-ალბათ მოესწრებიან თუ რუსეთის უკანალში არ ამოვყავი თავი , საითაც უკვე ჩემთვისაც ცხადია, რომ მიგვათრევენ. არაფერი არ კეთდება და გაკეთებული ფუჭდება ყველაფერი ცუდი, რის გამოც ნაცებს ვლანძღავდი-ამათი საფირმო ნიშანი გახდა. და ის პროექტები, რასაც დავცინოდი პროპაგანდის გავლენით-აღმოჩნდა რომ ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელი ყოფილა. ნუ ახალაიას აივანზე დაბმული მგლის , მიშას 19 მილიარდის და სანდრას ორგანოებით ვაჭრობის არც მაშინ მჯეროდა,მაგრამ იმაშიც არ აღმოჩნდნენ დამნაშავეები რასაც ვეჭვობდი, რომ ჭორი არ იყო... მეგობარი ნაცები ალმაცერად მიყურებენ და ალაგ-ალაგ კბილებში გამოსცრიან ხოლმე -როგორ იყო, სასამართლოს დამოუკიდებლობა რომ იყო შენთვის პრიორიტეტი, და ადამიანის უფლებებიო??? პოლიციაზე მე თვითონ აღარ ვძრავ კრინტს-მრცხვენია frown ემოცია მოკლედ მაგარ შარში ვარ. და რას ვაკეთებ? არც არაფერს აი ახლაც ფორუმზე ვზივარ და გამწარებული ვაპრავებ თინა ხიდაშელის განცხადებას-არც არაფერი მომხდარა განსაკუთრებულიო და ნაცებს სულ ცხვირწინ ვუტრიალებ თითებს თქვენმა სააკაშვილმა დაკარგა ტერიტორიები და თქვენ საერთოდ როგორ ბედავთ ხმის ამოღებას-თქო.. ანუ მე ვარ უსირცხვილო. ჩემი არჩევანით ქვეყანა ამხელა საფრთხის ქვეშ დავაყენე და იმის მაგივრად, ახლა ხურვალეთში ნაცებთან ერთად ვიდგე (სხვა არც არავინ დადის იქ) კიდევ კბილებით ვიცავ საკუთარ საბედისწეროდ მცდარ გადაწყვეტილებას. რას გავაკეთებ 2016-ში? ხზ
--------------------
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა.... არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო..... ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare
|