ვახ მაგრად მევასება ეს თემა და სულ ვკითხულობ ხოლმე
ახლა დაწერის მუღამი გამიჩნდა და საქმეც არ მაქვს ამიტომ დავწერ )

როგორც ინსტიტუტი არასდროს არ მხიბლავდა და მომწონდა ეს სფერო, მაგრამ სულ მაინტერესებდა
მაინც უმეტესობა ჩემზე დიდია აქ და ცვეტში ამ სფეროს ზენიტში ცხოვრობდნენ

მე უფრო მერე მარა მაინც მოდაში იყო, შეხება კანონიერთან არასდროს არ მქონია
მაგრამ იყვნენ უბანში მითუმეტეს ვაჟაზე შავები და სულ სულ როცა რამე თემა იყო ჩავდიოდი, მაინტერესებდა ვინ რას იტყოდა, ვინ როგორ იტყოდა, ვინ რას უპასუხებდა, ვინ როგორ გამოძვრებოდა, როდის ხდებოდა მოქმედება რა წინადადებით შეიძლებოდა მეორეს აგდება და ა.შ
მთელი ჰობი იყო ეგ

მე ბავშვობიდან მომწონდა შემსრულებელი ტიპები და მთელ დროს ძარღვებ დაბერილ საუბარში რომ ატარებდნენ ეგ არ მხიბლავდა
არც არასდროს ვცემდი პატივს და არც ის კითხვები მაწუხებდა კაი ბიჭების რომელ სიაში წერიხარ, ტორტი გირჩევნია თუ კაიბიჭობა და მსგავსები

უბრალოდ სიმართლე უნდა ითქვას და ბევრიც ვისწავლე ამ მოსმენით, იყო სიტუაციები როცა გამომდგომია იქ მოსმენილი.
დალშე 5 წელი გავიდა იმის მერე და ახლა რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, მაშინ თუ დავსწრებივარ საუბრებს სადაც 3 საათი იმენა საუბარი მიდიოდა და სასიამოვნოც კი იყო ცქერა ახლა ეგ ბაჭაჭყანება შეცვალეს

ვითომ რომ რაღაცის თავი აქვთ, დგომის მანერა რომ დაამუღამეს და ჭკუაზე არ არიან
შავი როლინგებით რომ იჩითებიან კაი ბიჭობა უნდათ და ამ დროს სამართალზე სწავლობენ და შიგადაშიგ პოლიციელი მამით მარიაჟობენ

იდეაში ეს იყო მთელი სისტემა, ხალხი იყო ზენიტში ყავდათ ეს სფერო აყვანილი

არ არის საჭირო იყო კაიბიჭი ან ქურდი, მაგრამ ჩემი აზრით საჭიროა ელემენტალური "ქუჩური" იცოდე
გამოგადგება ცხოვრებაში, რადგან მსგავსი ელემენტები ხშირად შეგხვდება და უნდა იცოდე ვის როგორ და რა უპასუხო.
ყველას გვექნებოდა ეგეთი სიტუაციები როცა რაღაც მოსმენილი ან ბავშვობაში გარდატეხის ასაკში თავში ავარდნის დროს ნამოქმედარი გამოგვდგომია ))
ეგრე ხდება იდეაში სულ და ეგრე იქნება მუდამ რომ იმას რასაც ეზოში ისწავლი სხვაგან ვერ ისწავლი
კია ბანალური რაღაც, მაგრამ ურთიერთობა მაინც სხვა არის. ამაში ალბათ დამეთანხმებით
ნუ გურიაში იყო ბავშვობაში ერთი კანონიერი ქურდი მთელ სოფელს ეხმარებოდა და მერე სად წავიდა არ ვიცი
ასე შორიდან მქონია ხოლმე ეგეთ ადამიანებზე მოსმენილი.
ბევრჯერ გამიტრაკებია კიდევაც ქურდს არ ეხმარები ბიჯოთი მომმართველ სუბიექტებზე

ეჰ კაი დრო იყო მამენტ, გაიხედავდი იქ ვიღაც საქმეს არჩევდა, გამოიხედავდი ჩაცუცქული ბაზარი მიდიოდა, რომლისთვის მოგესმინა ვეღარ ხვდებოდი

ახლა კიდე რანაირები არიან
ამოიღებს დანას დაარტყამს და გაიქცევა :@
ისაუბრე შე კაი ადამიანო იქნებ ჩხუბის და ძარღვის დაბერვის გარეშე მოგვარდეს თემა.
ან 20 კაცი ერთს დაიჭერს და კაი გვარიანად ცემს
მერე ის ერთი მის სასტავთან ერთად დაიჭერს იმ ოციდან რომელიმეს და მაგრად ცემს.
ეგ არის და ეგ (
This post has been edited by თბილისელი on 1 Sep 2015, 08:26
ფორუმელს კითხეს კარდუ შენ ხარო? და არა ისე ვარ ###ო. ©Gtrup
ნაღდი ტროლი იყო მაიორი აბჟანდაძე.. 43-ში გერმანელებში ნაძვის ხის ფორმით რომ შეიპარა და 53-ში საშობაოდ რომ მოჭრეს. © ozzy_ka10