#45166552 · 14 Jul 2015, 22:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PFU
QUOTE | P.ს. ტვინი წაიღეს უკვე რა... ამ 'თავისუფალი თაობის' 'მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის' ძახილებით და პიარით... მაგათი ხნის ხალხი ერთ დროს უეჭველ სიკვდილზე მიდიოდა ჩუმად, მოკრძალებულად აკეთებდნენ გასაკეთებელს და არ მარიაჟობდნენ ამდენს... |
იცი რაშია საქმე საქართველოში მიღებულია რომ არაფრის მაქნისები რომელიც ხელს არ ანძრევენ რამე რომ გააკეთონ სხვებს აკრიტიკებენ ის რატო გააკეთეს ეს რატო გააკეთესო. ხოდა ის ხალხი ახალგაზრდები იყვნენ თუ ასაკიანები აკეთებდნენ საქმეს, ხოდა კლავიატურის ლომები კიდევ ეძებენ რაზე დაუწყონ გაკრიტიკება რომ თვითონ მაგარი ტიპები გამოჩნდნენ. არა და ყველაფერი ძალიან მარტივია გინდა და შეგიძლია დახმარება წადი დაეხმარე, არ ეხმარები ტვინს ნუ ბურღავ მაღალ მატერიებზე. ესაა და ეს.
QUOTE | ტალახიან სურათებს ვინ დაეძებს, იქ ზოგი გამოწკეპილ სუფთა შარვალ-კოსტუმში იღებდა სელფებს... |
იდიოტები ყველგან არიან, გინდა პოლიტიკოსი იყოს და გინდა არა პოლიტიკოსი.
druncha
QUOTE | ტვინს ბურღავთ ახლა ყველა. ბავშვები მართლა კეთილი სურვილებით, წრფელი გულით გამოვიდნენ (ნუ, ახლა ერთი-ორი რომ იქნებოდა, ფეისბუქისთვის და ინსტაგრამისთვის ტალახიან სელფებს რომ გადაიღებდა, ისედაც ცნობილი იყო). უბრალოდ, ხელისუფლება იმდენად დაბნეული და უუნარო აღმოჩნდა, რომ პირველ დღეს შიშველი ხელებით აწვდიდნენ ერთმანეთს ტალახს. რაც მართლა ბულდოზერის გასაკეთებელი იყო, იმასაც ხელით აკეთებდნენ. მადლობის მეტი არაფერი უნდა გვეთქმოდეს ამ ბავშვებისთვის. |
აი რატო უტყდებათ რომ ხალხი მართლა რაღაც მიზეზის გამო ერთმანეთის გვერდით დადგა და ერთმანთს ეხმარებოდა არ მესმის რა. არ ჯდება ზოგიერთის სტერეოტიპულ აზროვნებაში რომ თურმე შეუძლიათ კარგის კეთება არა, მაგათ უნდა ლანძღონ და აძაგონ საქართველო და ქართველები.
|