სხვა შემოსავალი და დანაზოგი თუ არ მაქვს, ძვირიან თოკს ვიყიდდი...ბოდიში...

ჩემს მშობლებს საშუალოდ თვეში 500 ლარს ვუმატებ, და მაინც არსებობენ, ამას ცხოვრება არ ქვია

მეტის საშუალება არ მაქვს, ჩემი ოჯახიც ხომ უნდა ვარჩინო.

100 ლარი სადღაც გადასახადებში მისდით, გათბობა და ცხელი წყალი ხომ უნდათ

ზაფხულში გაგრილება, ტელევიზორი, ტელეფონი, მობილურები
თავიანთი პენსია წამლებშიც არ ყოფნით, იმდენად ძვირია...
საკვების ფული და სხვადასხვა წვრილმანი ხარჯები.
ამასთან ერთად დრო და დრო პროდუქტიც მიმაქვს და თუ დამატებიტ ძვირიანი წამლებიც დასჭირდათ, ექიმის ვიზიტის და გამოკვლევების ფულიც სჭირდებათ

ტანსაცმელსაც მე ვყიდულობ
მოკლედ, დამატებითი ხარჯების გარდა სადღაც 500 ლარს ვუმატებ, და მაინც ამას ნორმალური ცხოვრება არ ჰქვია, არ სცივათ, არ სწყურიათ, არ შიათ და მკურნალობის ფულიც ასე თუ ისე არ აკლიათ, მაგრამ ამაზე მეტს ვერარ ვუკეთებ, არა და მეცოდებიან, დასასვენებლად უკვე დიდი ხანია არ ყოფილან

არც გართობა აქვთ მოსაწყენი საზრუნავით აღსავსე სიბერე აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ არ უჭირთ

ტან ნერვიულობენ, რომ ყველაფრის ზიდვა მე მიწევს
იმხელა პენსია რომ ჰქონდეთ, რომ აუცილებელი უზრუნველყოფილი ჰქონდეთ, ცემი დახმარებით ცოტა ღირსეული სიბერე ექნებოდათ. მეც ღირსეული ახალგაზრდობა მექნებოდა, თორემ ვპახაობ, ვპახაობ და რა, ხელფასიდან ხელფასამდე გაგვაქვს თავი, დასვენების და გართობის არც დრო მაქვს და არც ფული ჩემი დასახმარებლები რომ არ იყვნენ, მეც ცოტას ვისიამოვნებდი ცხოვრებით, ახლა კიდევ ვარსებობთ და ეგაა. ამაზეც მადლობა, ამ ქვეყანაში ადამიანების უმეტედობას არსებობის საშუალებაც არ აქვს

არა და ერთხელ ცხოვრობ და ეს ცხოვრებაც უღიმღამოდ გადის....