გლდანში აფეთქების შედეგად დაშავებული გოგონა გარდაიცვალაგლდანის მე-6 მკ/რნ-ში, საცხოვრბელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა.
როგორც იუსტიციის სახლი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, ლიკა ფაცაცია იუსტიციის სახლის თანამშრომელი იყო.
იუსტიციის სახლი მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ლიკა ფაცაციას ოჯახს.
„იუსტიციის სახლის დიდ გუნდს ხანგრძლივი სივრცის ოპერატორი ლიკა ფაცაცია გამოაკლდა. პროფესიონალი თანამშრომელი, კარგი კოლეგა და მეგობარი, მუდამ მომღიმარი და ხალისიანი ლიკას გარდაცვალება აუნაზღურებელი დანაკლისია გუნდისთვის. იუსტიციის სახლი მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ლიკა ფაცაციას ოჯახს.
ლიკა ფაცაციამ გაზის გაჟონვის გამო, კორპუსის ჩამონგრევის დროს სხეულის ძლიერი დამწვრობა მიიღო. ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას“,- აღნიშნულია იუსტიციის სახლის „ფეისბუქის“ გვერდზე.
29 წლის ლიკა ფაცაცია დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული.
მას სხეულის მრავლობითი დამწვრობის გარდა, სასუნთქი გზების დამწვრობაც აღენიშნებოდა.
გლდანის მეექვსე მიკრორაიონში რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
http://www.info9.ge/samarthali/shemthkhvev...html?lang=ka-GEსაწყალი.
This post has been edited by Z A Z A on 20 Jul 2015, 17:07