ის, რაც გადაიბარა ,,ოცნებამ'' --- მინიმუმ სამ წელში ექვემდებარებოდა გაორმაგებას მართებული მენეჯმენტის და
ეკონომიკური კანონების არსებულ მსოფლიო სისტემის ავანგარდებთან სინთეზირებით.
ექსპორტის და იმპორტის ბალანსს ქმნის ეროვნული წარმოების ბაზა-მოცულობანი და მისი ფლობის წეს-რიგნი.
მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთა ისტორიის ანალიზი ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მართებული მართვის სისტემურობის შემთხვევაში 1-2 წელში ამოდიან ეკონომიკური კრიზისიდან.
უბრალო და ნათელი ცნებაა, რომ რაც უფრო მეტად აკმაყოფილებ შიდა საქვეყნო მოთხოვნილებებს საკუთარი ეროვნული წარმოების რესურსებით --- მით ნაკლებია სავალუტო რეზერვების გადინებანი ქვეყნის გარეთ და ეს უმთავრესი ფაქტორია გარე ინვესტიციების მოსაზიდად შიდა ბრუნვისათვის.
სამარცხვინოზე სამარცხვინოა, როდესაც მსოფლიოში არსებული საშუალო ქალაქის ოდენობის მოსახლეობით და
ყველანაირი რესურსის მქონე უმდიდრესი ტერიტორიით ხელოვნურად ქმნი აბორიგენთა გენოციდის მომწყობ სისტემას --- რაც უკვე უმძიმესი საკაცობრიო დანაშაულია და სათანადო ძიების აღძვრის შემთხვევაში სისტემურად
არის ჩანერგილი მარიონეტებზე ხელის შეწმენდის მექანიზმიც.
ხელოვნურად მიდის პროპაგანდა, რომ მსოფლიოს იდეოლოგიური კანონები, ხელოვნება, კულტურა, მეცნიერება, სულიერება და ეკონომიკა კი არ მართავს --- არამედ ძალა, ძალადობა და სატანიზმი.
იოლზე იოლი გამოსაცნობია ეს შიდა მარიონეტული ვიწრო-ღორიზმი, რადგან გარე მძლავრ სისტემებს უმალ ძალუძთ მათი დაბლოკვა-გაკოტრებანი, თუ ისისნი დაარღვევენ ეგრეთწოდებულ თამაშის წესებს.
როდესაც ეს ვიწრო-ღორიზმი თითქმის უფასოდ სთავაზობს ამ გარე მძლავრ სისტემებს მსახურებას --- ხდება დაშვება კოლონიური სტატუსზე და უფრო ქვევითაც.
რატომ?
ისინი მშვენივრად ხედავენ რეალობას, საზოგადოების დაქსაქსულობას, დონეს და როგორც წესი --- იაფად მირთმეულს რაღად უნდა დაფინანსება-შველა?
გაუფასურებულ აქციებს მხოლოდ სტრატეგიული ინტერესების გამო ინახავენ.... სანამ არ მიხვდებიან აბორიგენნი
მათ ნამდვილ ფასს.
არანაირად არ გადაგყვებიან-ჩაგყვებიან, რადგან ,,ყველას'' გააჩნია ბუდე-სამშობლო და ეროვნული თვითშეგნების
ნამდვილად პატრიოტული ცნობიერებანი.
მაგალითად:
გერმანიაში ძირითადად იყიდება, მოიხმარება გერმანიაში წარმოებული პროდუქცია-მომსახურებანი არა შეზღუდვებით, არამედ გერმანელთა თვითშეგნებით --- შეიძინონ მხოლოდ სამამულო წარმოების და ჰქონდეთ თვითკმარი უზრუნველყოფანი მოსალოდნელი გარე კრიზისების ჟამს.
პრაქტიკულად აზრი არა აქვს ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოთა პროდუქციის შეტანას გერმანიაში, სწორედ
გერმანელის გერმანულისადმი მხარდაჭერა-ერთგულებით.
სლოგან-დევიზი: გერმანული ხარისხი --- ეყრდნობა ერის ერთიან თვითშეგნებას, რომ თავიანთთვის ყველაფერი აწარმოონ საშვილიშვილოდ გამოსაყენებელი ხარისხ-წესრიგნით და ტექნოლოგიებით მზარდი ცოდნა-შრომით.
იაპონელთა შრომისმოყვარეობა და ერთგულება სამამულო ოჯახად მიჩნეული ეროვნული ფირმებისადმი კი საოცარია ბევრთათთვის გაუგებარი.
რაც შეეხება ემიგრანტთა ზე-სახელმწიფო ამერიკას --- ტვინების შეძენა-რეალიზაციით ლიდერობს და დაუნანებლად აფინანსებს ზე-ახალ ტექნოლოგიებს და ნოვაციებს წინასწარ გათვლილი სტრატეგიებით-სისტემით.
ამდენად:
სამზეოზე დევს ყველაფერი, რაც ასათვისებელია პატიოსანი განათლება-შრომით და ერთგულებით!
ყველაზე დიდი კაპიტალი რომ ადამიანია --- დიდი ხანია უწყიან ჯანსაღი არჩევა-კონკურენციის სისტემით.
რაც შეეხება ღორ მარიონეტებს --- უმალ შესანსლავენ ღირსეული ერის დასაცავად, რადგან ნამდვილ მოყვარეებს
ისინიც ეძებენ და სცდიან ,,ერთი ფუთი მარილის'' ჭამის მცოდნენი...
განა თავად მივაგებთ პატივს გერმანელს, ან იაპონელს --- თავისი ქვეყნების მგმობელებს და ჩვენს მადიდებლებს?
ბევრი რამ უნდა ითქვას და იქმნას!
მიმაგრებული სურათი