ასეა...
მაგრამ რეფორმატორი, აპრიორი არ ნიშნავს პროგრესულს, რეფორმას გააჩნია
ყველაზე აუცილებელი რეფორმები, აქამდე ყველა ჩავარდა, განათლებაშიც, ჯანდაცვაშიც, ჯარშიც....
ოღონდ, ეროვნული გამოცდები და სადაზღვევოების მიერ გარემონტებული 5 საწოლიანი ამბულატორიები არ მოიტანო არგუმენტად, სადაც ვერავინ შედიოდა...
ფაქტია, რომ განათლების დონე კატასტროფულად დაეცა, სამეცნიერო მუშაობა მოკვდა და კვლევითი ინსტიტუტები დაიხურა
საპენსიო ასაკი გაიზარდა
საშემოსავლო გაიზარდა
სტაჟის მიხედვით პენსია - დღემდე ოცნების სფეროა
ვეტერანებს და ინვალიდებს - სატრანსპორტო შეღავათები მოეხსნათ
ეს ყველაფერიც ხომ რეფორმის ელემენტია და აღარ ჩამოვთვლი, ასეთი მრავლად იყო
წარმატებული რეფორმა იმ სფეროებში მივიღეთ, რომელიც ხელისუფლების ინტერესებზე მუშაობდა - უძრავ-მოძრავი ქონების გადაფორმება-გასხვისება და საკანონმდებლო ცვლილებები დაყადაღებული ქონების გამარტივებული წესით ამოსაღებად, პროკურატურის ჯიბეში მყოფი სასამართლო, რომელიც დღემდე რეფორმის რეჟიმშია, მოგზაურობა და ა.შ.
გაიხსენე, რამდენი მინისტრი გამოიცვალეს ზემოჩამოთვლილმა სამინისტროებმა
გაუთავებელი კარუსელები...
ნიშნისმოგებით არ ვამბობ, ისეთივე იმედგაცრუებით, როგორიც დღეს გვაქვს ბევრ საკითხში
ჰოდა, არ გვინდა იდეალიზება
არც მესიანიზმი
სამივე ხელისუფლებას ჰქონდა რაღაც დადებითი, მაგრამ საკმარისი არ იყო პროგრესისათვის, ამიტომაც ჩნდებოდა განგრენა და მოკვეთის აუცილებლობა
გამსახურდია, დამოუკიდებლობის დეკლარაცია და რეფერენდუმი დატოვა
შევარდნაძე - ბაქო-ჯეიჰანი, კონსტიტუცია, გაყვანილი რუსული ბაზები და დემოკრატიის ელემენტები
სააკაშვილი - ასე თუ ისე, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და კრიმინალისგან უსაფრთხო გარემო
კოალიცია - დემოკრატიული მმართველობა და კანონის პატივისცემა, მაქსიმალურად შესაძლებელი სამუშაო ადგილები რომ დატოვოს - კარგი იქნება
დანარჩენს , შემდეგი ხელისუფლება მოიტანს, მთავარია, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება არსებობდეს, რომ მოდუნების და თვითკმაყოფილების საშუალებას არ მისცეს ხელისუფლებას და სოციალურად იყოს დაცული
იქნებ დავამთავროთ წრეზე სიარული, 25 წელი გავიდა უკვე

სულ 2 რამ არის საჭირო - კეთილი ნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება
მაგალითები გვაქვს - ჩეხეთი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი.......
მათი ლიდერები და გუნდის წევრები, თანამდებობების დამსახურებით არ გამდიდრებულან, ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდნენ
ჩემი უახლესი იმედგაცრუება - გომელაური! როგორი მერაბიშვილისეული მონდომებით ცდილობს კიკიანის საქმეში მონაწილე ოპერების გათეთრებას