ჯერ დოლარის ჩამნაცვლებელი ვალუტა უნდა შეიქმნას, მერე მან ბაზარი უნდა დაიპყროს და გააძევოს დოლარი გაუფასურებით და თავად აიღოს მსოფლიო ვალუტის მზიდავის ტვირთი ფაქტიურად უზრუნველმყოფი რეზერვების უკონტროლობის პირობებში...
წარმოიდგინეთ, რომ რეზერვების მფლობელები გარეშე სახელმწიფოებს სარეზერვო მარაგებზე ზუსტ ინფორმაციებს გადასცემენ?
და ოქროს სარეზერვო მარაგები ამერიკამ რომ შეცვალოს მოოქროვილი ბუტაფორებით --- ვინ შეუმოწმებს გარეშე?
მსოფლიო მიეჩვია, ენდობა და იყენებს დოლარს და მასზრდ ცვლის ნებისმიერ ფასეულობას და რომელ ჰორიზონტზე ჩანს ალტერნატიული პროექტი და განხორციელების უზრუნველყოფანი?
ვთქვათ იუანი გახდა კონკურენტი ვალუტა და რა --- აღარ გადაიცვლება დოლარზე, ურყევი კურსი ექნება და რამე უპირატესობა აღებ-მიცემობისას სხვა ვალუტებთან შედარებით?
დღეს ლარით ვერ იყიდი ოქროს და მხოლოდ დოლარზე იყიდება?
ბუნებრივია იყიდი შესაბამისი კურსით --- მიმდინარე საბირჟო ფასით. ოქროზე.
ამგვარად ნებისმიერ რამეს იყიდი ლარით --- სანამ იგი საერთაშორისო საფონდო-საბირჟო კონვერტაციას ლეგიტიმურად ექვემდებარება კურსობრივად.
დაგვავიწყდა, რომ თვით ფარანტინა კუპონზეც იყიდიდი დოლარს?
ამდენად --- ამავდროულად დოლარი პოლიტიზირებულ ბერკეტადაცაა მიზნობრივად აღიარებული და მას ტრადიციულად მიჩვეულია მსოფლიო გაყალბებებისაგან დაცულობით,
ამ ასეულწლოვანი სისტემის მოშლა-ჩანაცვლება მხოლოდ უფრო მძლავრი და მასიური სისტემითაა შესაძლებელი ახალი კონკურენტუნარიანი ზესახელმწიფოს მიერ შესაბამისი რესურსებით.
დიდ მონსტრს მხოლოდ უფრო დიდი მონსტრი თუ გადაყლაპაცს და ვერგადაყლაპვისას მოუწევს, უნდა თუ არ უნდა კოჰაბიტაციური თანაარსებობა დოლართან.
მიმაგრებული სურათი