„ძნელია მისნაირ არსებებს მოთხოვო ქვეყნის ბედზე ზრუნვა," - ანდრო ბარნოვი უმრავლესობის ლიდერს პასუხობსშიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი უმრავლესობის ლიდერის ბრალდებებს პასუხობს. როგორც ცნობილია, დავით საგანელიძემ მიმართა სამართალდამცველებს და ბარნოვის საოკუპაციო ხაზთან გუშინ ყოფნის ფაქტზე დაინტერესება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა მოთხოვა.
თავად შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ მზად არის ყველა შეკითხვას უპასუხოს.
„ძნელია მისნაირ არსებებს მოთხოვო ქვეყნის ბედზე ზრუნვა, რადგან, ერთადერთი რითაც ისინი არიან დაკავებული, არის მლიქვნელობა მათი ბატონების მიმართ,“ - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
საოკუპაციო ხაზთან სოფელ წითელუბნის ტერიტორიაზე ვითარება გუშინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა იქ ჩასულ პირებს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რასაც უარყოფითი რეაქცია მოყვა. პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა ანდრო ბარნოვი.
http://rustavi2.com/ka/news/21588
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo