Free_Worldშენმა შესავალმა პოსტმა აზრები მომიზღვავა და ამ წუთებში დაბადებულებს გაახლებთ:
მთის ყოილო და აბჯაროსანო მეომარო,
დიდი ავლიპეს სული დასახლდა ფორუმზე.
***
საზოგადოდ კი:
გინება დედის რძესავით დის მდინარედ.
წყევლა და კრულვა ქრის ბუმერანგივით.
მართლებს თავი დამნასავენი ჰგონიათ,
უკანასკნელ ავაზაკებს თავი მართლები.
სატანა ქუხს --- მე ვარ ღმერთი!
ღმერთი იღიმის გზაარეულ შვილებზე.
ჰქუხან --- დიდებაო ეშმაკ ნაცარქექიას...
ბრიყვულად დასცინიან პატიოსან ჭკვიანებს.
გაცცხოველებული ძალა აღმართს ხნავს --- ემონებიან,
დავიწყებიათ ყოვლისგადამხვნელი თავისუფლების სიმართლე.
უსუსურობის ჟამს ემათხოვრებიან ღმერთსა,
ზეობის ჟამს მოღალატურად ემონებიან მამონას...
ცრუნი,უნდონი და ზურგში მახვილის ჩამცემნი
ითხოვენ მონურ ერთგულებას და პატივს.
წაღმართს აუკუღმართებენ,
მონანი იმონებენ.
მანამ გაჰყვირიან ჯუნგლების კანონს,
სანამ ამოყოფენ ლომის კლანჭებში თავებს.
არა სწამთ ძალა სიმართლის,
უსამართლობას ემონებიან.
ყიდიან და იყიდებიან...
და მაინც ვერ ყიდულობენ.
იქმნიან ყოველივე სიავეს,
ნატრობენ ყოველივე სიკეთეს.
ამაოაოო ამაოება და მაინც ემონებიან,
ბორკილების ტყვეობაში ახსენდებათ თავისუფლება.
არც სიკვდილი სურთ და ცოცხლად კვდებიან.
აქ დროს ფლანგავენ --- იქ დრო აღარაა...
ცოცხალს ხედვიან და თავად სიცოცხლეს ვერა,
სწამთ არწმენა და დასცინიან მორწმუნეებს.
მტრობენ მარადისობის უკუდავებას და ნატრობენ ნათელში ყოფნას.
სწორ გზაზე მავალთ დაბნეულებს უწოდებენ თავად დაბნეულები,
უსიყვარულო და ცხოველურ სექსს ადიდებენ,
სიმახინჯე სასურველ სილამაზედ შეურაცხავთ.
ცხოვრების ყვავილებს გზაზედ ობლებივით გათელავენ
და თეატრში ობლის ტრაგედიაზე ღვრიან ცრემლებს.
ფარისევლობას გმობენ ფარისევლურად,
ჭირვებისას საღვთოს შეწირავენ მამონას.
დაგმობენ უსამართლობას თავად უსამართლონი,
რადგან უსამართლოს უდიდესი უსამართლო განიკითხავს.
მიმაგრებული სურათი