#45197442 · 18 Jul 2015, 15:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Free_World
QUOTE | ფარა არ გვაქვს, ეგაა ჩვენი პრობლემაი |
ეგ ახალი ამბავი არაა და დიდი ხანია ცნობილია. კომპლექსურად ცნობილი ისაა, რომ სწორედ მცოდნე, წესიერ და პატიოსან ადამიანებს უჭირთ აქ ყველაზე მეტად გინდ ფინანსურ-ეკონომიკურად და გინდ თანამდებობრივად, რომ მოახდინონ გავლენა მიმდინარე პროცესების სასიკეთოდ განვითარებაზე. შექმნილი საზოგადო მართვის სისტემა გამორიცხავს რეალურად ქმედითი დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობასაც კი და მხოლოდ აპლიკაციურ-ფასადურ გარსში წარმოადგენს გამიზნულად.
საკმაოდ კარგად შენიღბულ --- მონოპოლიურ-დიქტატორულ-ერთპარტიული სისტემაა, რომელშიც სურვილისდა მიხედვით ,,ვიწრო წრე'' მოქმედებს ავადაც და კარგადაც, საჭიროებისდა მიხედვით და არა კანონის უზენაესობის პრინციპით. ფაქტობრივად უარყოფს კანონის უზენაესობას --- ნეპოტიზმის, სუბიექტური შერჩევითობის და ხელშეუვალობის ანტიკონსტიტუციური ქმედებებით, რაც გამოიხატება კანონებში ორ-სამ აზროვანი მუხლებით მანიპულაციებში.
როდესაც ვამბობთ, რომ ,,კართაგენი უნდა დაინგრეს'' --- ღიად იგულისხმება ფაქტიურად ამ სატანური სისტემის შეცვლა ღვთაებრივით, სადაც სატანიზმი არაა ღვთაებრივის ბრმა იარაღი. ეს იოლად გასაგებია გინდ თეისტისთვის და გინდ ათეისტისთვის --- რადგან სასჯელი კი არაა თვითმიზანი ვინმესი და რაიმესი --- არამედ კონკრეტული და მკაფიო პასუხისმგებლობაა ჩადენილ აზრ-ქმედებებზე.
ფინანსები თავად ერმა უნდა გაიღოს თუნდაც თეთრ-თეთრ, რათა არ და ვერ მოხდეს სწორედ ერის საზოგადო ნების მონოპოლიზირება და დაფუძნდეს გრძელვადიან-სტრატეგიული მსახურების სისტემა ზუსტად გაწერილი უდავო ორმხრივი პასუხისმგებლობით --- მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის.
თუ ვინმეს ეშინია, რომ დაკარგავს კომპლექსურად რაიმე კანონიერს ამ ახალ სისტემაში, უხეშად ცდება და სწორედ პირიქით --- განმტკიცდება სტაბილურად და განვითარდება ჯანსაღად სწორედ გრძელვადიანი სტრატეგიებით და ინოვაციური რესურსების უფასო მიწოდებით.
სახელმწიფოს მოქალაქე უხდის გადასახადებს და სახელმწიფო ვალდებულია დააფინანსოს-განავითაროს ის მყარი ინსტიტუტები, რომელიც სწორედ გადასახადების გადამხდელებს ემსახურება უდიდესი პასუხისმგებლობით და ანგარიშვალდებულია უპირობოდ მოსახლეობის წინაშე !!!ყოველმხრივი!!! უზენაესი კანონმდებლობით. სათავე დევს სიტყვა --- ყოველმხრივში და იოლად ექვემდებარება არსობრივ განმარტებას.
ემიგრაციას უდიდესი როლი შეუძლია შეასრულოს ასეთი ,,დაბრუნების საზოგადო პარტიის'' შექმნაში, რაც ერთიანს შექმნის შიდა-გარე პოტენციალს საზოგადოდ.
მარტივი მათემატიკით: ათ კვერცხში მოგება თითოეულში თუნდაც ლარი --- შეადგენს 10 ლარს. მილიონ კვერცხში მოგება თითოეულში თეთრი --- შეადგენს 10 000 ლარს.
რომელი სჯობს საზოგადოებისათვის და სახელმწიფოსთვის? არსებული სისტემა, თუ მდგრადი-რეალურით შეცვლა საშუალო ფენის მუდმივი გაძლიერებით? ვნახოთ!
|